ახალგაზრდა სპორტსმენი ამბობს, რომ მომავალ გამარჯვებებს მამის ხსოვნას მიუძღვნის.
„ბავშვობიდან მომწონს სპორტის ეს სახეობა. პირადი მწვრთნელი და ერთ-ერთი ყველაზე დიდი გულშემატკივარი ბიძაჩემი, შერმადინ ბოჭოიძეა. მამაჩემიც ამ სპორტს მიყვებოდა და სწორედ მის გამო, ყველა შეჯიბრის წინ ვცდილობ პირველობა მოვიპოვო და ყველა გამარჯვება მამას ხსოვნას მივუძღვნა. ბევრ შეჯიბრში მაქვს მიღებული მონაწილეობა, უკვე დაახლოებით 20 თასი მაქვს აღებული, მედლებიც და დიპლომებიც ბევრი. ყველა შეჯიბრში მონაწილეობა და გამარჯვება ჩემთვის მნიშვნელოვანია. თუმცა, სამხრეთ ოსეთის პირველობა, სამაჩაბლოს თასის მოგება განსაკუთრებულად მნიშვნელოვანი იყო“, – ამბობს ახალგაზრდა სპორტსმენი.