მისივე თქმით, კორონავირუსიან პაციენტთა ნაწილს ინფექცის ისეთი მსუბუქი სიმპტომები გააჩნია, როგორიცაა თავის მსუბუქი ტკივილი, ყელის ტკივილი და ყნოსვის დაკარგვა.
„სრულიად უსიმპტომო პაციენტი ბევრი არ არის, კოვიდინფექციას არ აქვს ძალიან მძიმე სიმპტომები. როდესაც საკმაოდ სერიოზული, მძიმე ლაბორატორიული მონაცემები გვაქვს, მაშინაც კარგად გრძნობენ თავს. ზოგს აქვს უმნიშვნელო ყელის ტკივილი, ყნოსვის დაკარგვა და ა.შ ეს უსიმპტომოდ, გამოდის, ასეთებს სხვა დროს ყურადღებასაც არ ვაქცევდით. იყვნენ ისეთი პაციენტებიც, ვისაც შეეძლოთ სახლში ყოფნა და ისე მკურნალობა. სახლში მკურნალობის საკითხი ჯერ არ არის გადაწყვეტილი, თუმცა ამაზე საუბარი მაინც არის,“ - განაცხადა მარინა ენდელაძემ.