2020 წლის ზაფხულის მნიშვნელოვანი დეტალი

ზაფხულის თბილი საღამო, უდარდელი განწყობა, დაუსრულებელი თავგადასავლები, წვეულებები, რომანტიკა და ფლირტი - ეს ყველაფერი ღვინის ერთ ბოკალში იყრის თავს: ცივი, დელიკატური, ვარდისფერი შეფერილობის მქონე როზე, რომელიც ახალგაზრდული შეკრებების მთავარი დეტალია.

გემრიელი და არომატული ღვინო ალუბლის და კენკრის კაშკაშა არომატებით სხვა ღვინოებისგან განსხვავებით რელაქსაციისთვისა და განახლებისთვისაა შექმნილი. თავად როზეს ასაკიც ახალგაზრდაა: მას, როგორც წესი 1-2 წლიანი დაძველებით აყენებენ. თუკი წითელ ან თეთრ ღვინოებს ასაკი უხდებათ, როზეს პირიქით - ის დაწურვიდან ერთ-ორ წელიწადში უკვე თავის პოტენციალის გამოვლენის პიკზეა.


მეღვინეები და, ზოგადად, ღვინის მოყვარულები ერთხმად თანხმდებიან, რომ ღვინო თავად ძალიან ჰგავს ადამიანს. თითოეული დღეც კი მნიშვნელოვანია მისი დავარგებისთვის. ამ პროცესში ის გადის ადამიანის განვითარებისთვის დამახასიათებელ ეტაპებს: დაბადებას, თინეიჯერობის პროცესს და შემდეგ - დაღვინებას, თავისი სრული პოტენციალის გამოვლენას, რეალიზებას, დამშვიდებას. და თუ როზეს ადამიანს შევადარებთ, ის აუცილებლად იქნება 18-20 წლის დაუშრეტელი ენერგიითა და იდეებით სავსე ახალგაზრდა, რომელსაც ახალი თავგადასავლები და შეგრძნებები ჰაერივით სჭირდება; მისი ემოციები მრავალფეროვანი და სავსეა, სიცოცხლის წყურვილი კი - უსაზღვრო.  


როზე დაყენების ტექნოლოგიითაც გამოირჩევა. ხშირად, ის ადამიანები, რომლებიც არც ისე კარგად ერკვევიან ღვინოში, ფიქრობენ, რომ იგი წითლისა და თეთრის შერევის შედეგად მიიღება, თუმცა მისი დაწურვის ტექნოლოგია სინამდვილეში გაცილებით ფაქიზი და რთულია. როზე შავი ყურძნისგან იწურება და ჭაჭაზე დაყენების გარეშე ღვინდება. ამ პროცესს „ბლანდენვუ“, ანუ თეთრი-შავიდან ჰქვია.


როზეს შეფერილობის სპექტრი ბაც ვარდისფერს, ნარინჯისფერს ან ალუბლისფერსაც კი მოიცავს და მისი შეფერილობა მხოლოდ მეღვინეზეა დამოკიდებული. 


წვენის გადმოღების შემდეგ კი დუღილი ფოლადის რეზერვუარში, კონტროლირებად ტემპერატურაზე მიმდინარეობს. დადუღების შემდეგ ღვინო სხვა ჭურჭელში გადაისხმება, ერთ წელიწადში კი მზადაა დასაგემოვნებლად.


შეცდომაა, რომ „როზეს“ ნახევრადტკბილ ღვინოებს მიაკუთვნებენ ხალისიანი შეფერილობის გამო. იგი მშრალი ან ნახევრადმშრალი ღვინოა მსუბუქი, დელიკატური ხილის ცოცხალი არომატებით სავსე.


2020 წლის ზაფხულის მთავარი სასმელი


2020 წლის ზაფხულის მთავარ კომპანიონად „ჩელთი Winery“-ის „როზე“ შეგვიძლია, ჩავთვალოთ. „ჩელთის“ ახალი როზე, რომელიც 2019 წლის მოსავალია, განახლებული შეფუთვით გამოჩნდა ბაზარზე. ხრახნიანი გასახსნელი კი ტრადიციული საცობისგან განსხვავებით ახალგაზრდული წვეულებებისთვის გაცილებით კომფორტულია.


მირიანაშვილების ოჯახმა, რომელიც „ჩელთის“ საოჯახო ღვინის ბიზნესს უძღვება, როზე ევროპული ტექნოლოგიის გამოყენებით მხოლოდ 2019 წლის მოსავლის საფერავისგან დაწურა.


ოჯახური ტრადიცია საუკუნოვანი დაძველებით


მირიანაშვილების ოჯახი ერთი საუკუნის წინაც ცნობილი იყო მეღვინეობით. სოფელ შილდაში ღვინის დაწურვის ტრადიცია თაობიდან თაობას გადაეცემოდა. გიგა მირიანაშვილმა წლების წინ მივიწყებული ტრადიცია აღადგინა და 2000 წელს თბილისიდან კახეთში, ღვინის დასაწურად გადავიდა საცხოვრებლად. მომდევნო ორი წელი ვენახების გაშენებას და საწარმოს მშენებლობას მოანდომა.


გიგას ვაჟი, ანდრია მირიანაშვილი, რომელიც დასთან და მამასთან ერთად საოჯახო ბიზნესს წარმატებით უძღვება, ამბობს, რომ ვაზს ზრდისთვის დრო სჭირდება. სწორედ ამიტომაც 2001 წელს გაშენებული ვაზისგან პირველი მოსავალი და ღვინო მხოლოდ 2007 წელს ჩამოისხა.


„თუკი მეღვინეობას გადაწყვეტ, რკინის ნებისყოფა უნდა გქონდეს. ამ საქმეში შედეგს 3-4 თვეში ვერ მიიღებ. ჩვენი შრომის შედეგი რეალურად 10 წელიწადში დავინახეთ“, აღნიშნავს ანდრია.


ვაზის გაშენება „ჩელთისთვის“ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება იყო. ერთ სივრცეში განთავსებული ვენახები, საწარმო და მარნები ღვინის დაყენების პროცესს - უფრო მარტივს, ხარისხის კონტროლს კი უფრო ეფექტურს ხდის.


„ეს იყო ჩვენი ოჯახის აკვიატებული იდეა, გვქონოდა საქართველოში ერთ-ერთი საუკეთესო ღვინო“, იხსენებს ანა მირიანაშვილი, რომელიც „ჩელთის“ მარკეტინგულ დეპარტამენტს უძღვება. „ეს არაა რიგითი ბიზნესი, რომელიც შეგიძლია შემდეგ რამით ჩაანაცვლო. ესაა საქმე, რომელიც თაობებს უნდა გადასცე“, ამბობს ის.


ღვინის დაწურვის საუკუნოვანი ტრადიცია


სოფელ შილდაში დაწყებული საქმე, რომელიც თაობებს უნდა გადაეცეს, ახალი დაწყებული სულაც არ აღმოჩნდა. 2020 წლის იანვარში მირიანაშვილებმა მამაპაპისეულ ნაკვეთში სრულიად შემთხვევით მიწის სიღრმეში უძველესი ქვევრი იპოვეს. ქვევრს ჯერჯერობით კვლავ იკვლევენ არქეოლოგები, თუმცა ზედაპირული დათვალიერებით შესაძლებელია უკვე ითქვას, რომ იგი გვიანდელი ბრინჯაოს ხანის ეპოქას ეკუთვნის.


იმ ადგილას, სადაც საუკუნეებია, მირიანაშვილები ცხოვრობენ, ათასწლეულების წინაც კი ღვინის დაწურვა ტრადიცია იყო.


დღეს „ჩელთი“ ვენახებს, საწარმოს, რესტორანსა და მარანს ფლობს. უამრავი დასახელების წითელი და თეთრი ღვინო კი თითოეული წლის რეზერვითაა წარმოდგენილი სარეალიზაციოდ.


„ჩელთის“ ღვინო 2018 წელს მეგან მარკლისა და პრინც ჰარის ქორწილშიც კი გაიხსნა. შარშან კი ჩინეთის პრეზიდენტს დაბადების დღეზე საჩუქრად სწორედ მათი ღვინო გადასცა ქართულმა მხარემ.


გარდა ნახევრადმშრალი „როზესი“, „ჩელთის“ სიახლე მუხის კასრებში დავარგებული 2018 წლის მოსავლის ღვინოებიცაა. განსაკუთრებული ტექნოლოგიით დაძველებული ღვინის გასინჯვა უკვე ნებისმიერ მსურველს შეუძლია.


ორივე ტიპის ღვინო განახლებული შეფუთვით გამოვიდა. როგორც ანა მირიანაშვილი ამბობს, განახლებული ბრენდინგი „ჩელთის“ ყველა ღვინოს ეტაპობრივად შეეხება.


5 მარტს სემეკმა ელექტროენერგიის, ბუნებრივი გაზისა და სასმელი წყლის მომხმარებლებს 85 ათას ლარზე მეტი ჩამოაწერა

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელმა ეროვნულმა კომისიამ (სემეკ) 5 მარტის საჯარო სხდომაზე ელექტროენერგიის, ბუნებრივი გაზის, სასმელი წყლის მომხმარებლებსა და კომუნალური მომსახურების კომპანიებს შორის არსებული სადავო საკითხები განიხილა.

“იბერიას” საქმეზე ადეიშვილისა და მისი ყოფილი მოადგილის მიმართ გამამტყუნებელ განაჩენზე პროკურატურა განცხადებას ავრცელებს

ტელეკომპანია „იბერია ტვ-ს” სამაუწყებლო ლიცენზიის იძულებით დათმობის ფაქტზე, საქართველოს ყოფილი გენერალური პროკურორის, ზურაბ ადეიშვილისა და გენერალური პროკურორის ყოფილი მოადგილის, გიორგი ლაცაბიძის მიმართ თბილისის საქალაქო სასამართლომ გამამტყუნებელი განაჩენი დაადგინა.

დისტანციური სესიები ინოვაციებისა და ტექნოლოგიების მიმართულებით

GITA-მ და BTU-მ ახალი პროექტი წარადგინეს.

ყოველდღიური ანალიტიკა — სიახლე თიბისის ბიზნეს ინტერნეტ ბანკში

თიბისი ბანკი იურიდიული პირებისთვის განკუთვნილ ინტერნეტ ბანკში ახალ, მნიშვნელოვან ფუნქციონალს — ბიზნეს ანალიტიკას ამატებს.

წინა ხელისუფლების დროს ჩამორთმეული ფიროსმანის ნახატი მესაკუთრეს დაუბრუნდა – პროკურატურა განცხადებას ავრცელებს

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის მეორე სამმართველოში გამოძიება სისხლის სამართლის N009271011001 საქმეზე, დ.ა.-ს მიერ წინასწარი შეცნობით დანაშაულებრივი გზით მოპოვებული, ნ. ფიროსმანაშვილის ფერწერული ტილოს შეძენისა და გასაღების მცდელობის ფაქტზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 186-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტითა და 19,186-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნებით დაიწყო.

მკვლელობა თავში ნაჯახის ჩარტყმით და ძარცვა – ბრალდებულს 10 წელი მიესაჯა

ახალციხის რაიონულმა სასამართლომ განზრახ მკვლელობისთვის, ძარცვისა და სხვისი ნივთის განზრახ დაზიანებისთვის ბრალდებული ნ.მ. დამნაშავედ ცნო და თავისუფლების 10 წლით აღკვეთა მიუსაჯა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს გენერალური პროკურატურა ავრცელებს.

თიბისის მხარდაჭერით, ბათუმში Marriot-ის ბრენდის 5-ვარსკვლავიანი სასტუმრო - Le Méridien გაიხსნა

შავი ზღვის სანაპიროზე სასტუმროების ცნობილ ბრენდებს Marriot-ის ბრენდის 5-ვარსკვლავიანი სასტუმრო - Le Méridien დაემატება. “ბათუმი თაუერი“, რომელიც რეგიონში უმაღლესი კატეგორიის ბრენდს წარმოადგენს, თიბისის მხარდაჭერით გაიხსნა.

თიბისი მომხმარებლებს ურჩევს, ისარგებლონ დისტანციური მომსახურებითა და უნაღდო გადახდებით

თიბისი გირჩევთ უნაღდო გადახდების საშუალებებს, რომ თავიდან აიცილოთ ნაღდ ანგარიშსწორებასთან დაკავშირებული რისკები:

„ჯორჯიან მანგანეზი“ სალიცენზიო არეალში მიწების მითვისებაზე განცხადებას ავრცელებს

ბოლო რამდენიმე თვეა, სისტემატური ხასიათი მიიღო პრაქტიკამ, როდესაც, „ჯორჯიან მანგანეზის“ ლიცენზიით განსაზღვრულ ტერიტორიებზე, მოპოვებითი სამუშაოების დაწყებისთანავე ხდება მიმდებარე მიწის ნაკვეთების კერძო პირებზე დარეგისტრირება და შემდეგ მათი მესაკუთრეების მხრიდან ზარალის ანაზღაურების მოთხოვნა.

 

„სოკარის“ შანსი, დაესწარით ევრო 2020-ის გახსნას რომში – კომპანიამ გათამაშება დაიწყო

„სოკარმა“ 2020 წელი უამრავი სიახლით დაიწყო და მომხმარებელს სიურპრიზები შესთავაზა.

ირაკლი შოთაძე ლონდა თოლორაიას შეხვდა და სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის საქმიანობას გაეცნო

საქართველოს გენერალურ პროკურატურაში გენერალური პროკურორის ირაკლი შოთაძისა და სახელმწიფო ინსპექტორის ლონდა თოლორაიას შეხვედრა გაიმართა.

"არემჯის" საერთაშორისო ჯილდო Leader Of The Year გადაეცა

შვეიცარიის სარეიტინგო ასოციაციისა და საქართველოს ნაციონალური ბიზნეს რეიტინგების კავშირის, რიგით მე-8 დაჯილდოებაზე „არემჯის“-Leader Of The Year საერთაშორისო ჯილდო გადაეცა. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ კომპანიიდან აცნობეს.

იშვიათი დაავადებების მსოფლიო დღე საქართველოშიც აღნიშნეს

თებერვლის ბოლოს მსოფლიომ იშვიათი დაავადებების დღე აღნიშნა, რომელსაც საქართველო წელსაც შეუერთდა.

სასამართლომ, ჭიათურაში სახელმწიფო ქონების მითვისებისთვის დაკავებულთა აღკვეთის ღონისძიებაზე იმსჯელა

ქუთაისის საქალაქო სასამართლომ სახელმწიფო ქონების უკანონო მითვისების ბრალდებით დაკავებულების აღკვეთის ღონისძიებაზე იმსჯელა.

29 თებერვალს საქართველო იშვიათი დაავადებების მსოფლიო დღეს აღნიშნავს

გენეტიკური და იშვიათი დაავადებების საქართველოს ფონდი (GeRaD) 2020 წლის პრიორიტეტად სპინალურ კუნთოვან ატროფია (სკა) ასახელებს.

სემეკმა ელექტროენერგიის, ბუნებრივი გაზისა და სასმელი წყლის მომხმარებლებს მიმდინარე კვირაში 21 ათას ლარზე მეტი ჩამოაწერა

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელმა ეროვნულმა კომისიამ (სემეკ) მიმდინარე კვირაში ელექტროენერგიის, ბუნებრივი გაზის, სასმელი წყლის მომხმარებლებსა და კომუნალური მომსახურების კომპანიებს შორის არსებული სადავო საკითხები განიხილა.

დავით ნარმანია საერთაშორისო ენერგეტიკულ შეხვედრაზე პრეზენტაციით წარდგა

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის (სემეკ) თავმჯდომარე დავით ნარმანიამ ქ. ვენაში გამართულ საერთაშორისო ენერგეტიკულ შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა.

 

ეთერ შავლიძესთან შეძენილმა ბილეთმა ერთს 1 182 454, მეორეს კი 14 280 ლარი მოაგებინა

გაიცანით, საქართველოში ლატარიის ყველაზე იღბლიანი მეჯიხურე, რომელთან ნაყიდი ბილეთებითაც 2 კვირის მანძილზე ლოტო 6/42-ში ჯეკპოტი 1 182 454 ლარი და 14 280 ლარი მოიგეს.

„ევროპაბეთის“ შემდეგ აზარტული თამაშების ბიზნესი გარე რეკლამაზე უარს ამბობს

აზარტული თამაშების კომპანიებმა საქართველოში უპრეცედენტო გადაწყვეტილება მიიღეს - პირველი მარტიდან თამაშების ყველა კომპანია გარე-რეკლამაზე უარს ამბობს. ბანერების ჩამოხსნა მთელი საქართველოს მასშტაბით უკვე დაწყებულია.

„თიბისი ბანკმა“ ბიზნესსექტორს წლიური ანგარიში წარუდგინა

თიბისი ბანკმა წლიური შეხვედრა ჩაატარა, სადაც კომპანიის 2019 წლის მიღწევები და შედეგები, ასევე განვითარების სტრატეგია და სამომავლო გეგმები წარადგინა. შეხვედრას ბიზნესსექტორის, მთავრობის, დიპლომატიური კორპუსის, საერთაშორისო ფინანსური ინსტიტუტებისა და ბიზნესასოციაციების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

საქართველოს გენერალურ პროკურატურაში აშშ-ის ჯორჯიის შტატის ადვოკატთა ასოციაციის წარმომადგენლებთან შეხვედრა გაიმართა

საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ აშშ-ის ჯორჯიის შტატის სისხლის სამართლის ადვოკატთა ასოციაციის ადვოკატებს უმასპინძლა.