პაციენტს ორივე ფილტვზე ანთება აქვს და ამბობს მატყუებთ, არ მჭირს კორონაო, გარბის და იჭერენ - ვიკა ბუკია

კოვიდინფიცირებული „ტვ პირველის“ ჟურნალისტი ვიკა ბუკია, სოციალურ ქსელში ვრცელ პოსტს აქვეყნებს და დეტალურად წერს დაავადების სიმპტომების, მკურნალობის მეთოდების და საავადმყოფოში არსებული მდგომარეობის შესახებ:

„ერთიანი გაიდლაინია ყველგან?


მკურნალობას ცერცვაძე საერთაშორისო გაიდლანის მიხედვით მეთვალყურეობს. თუმცა მაგალითად ბოჭორიშვილში პლაქვენილს აღარ იყენებენ. არც შემოუთავაზებიათ. ვიცი რომ სხვაგან ჯერ კიდევ გამოიყენება. 2 თვეა არ ვიყენებთო. მკურნალობა ძირითადად ერთიანია. შეიძლება იყოს სხვადასხვა სახელწოდების ერთი პრეპარატი, მაგალითად, დამათხელებელი ორი სახელწოდების ქვეშ ერთი და იმავე ჯგუფის.


დექსამეტაზონი?


სამაგიეროდ ახალი გაიდლაინების მიხედვით დექსამეტაზონის კურსი დაემატა მკურნალობას. ანუ დექსა დილა-საღამოს.


ბრიტანელი მკვლევარები (უკვე მეშინია ამ წინადადების ხსენება, მაგრამ ასეა) ამბობენ, რომ თავიდანვე რომ ჩაერთოთ დექსა 5000-მდე სიცოცხლე შეიძლებოდა გადარჩენილიყო. ითვლება, რომ დექსა სიკვდილის რისკს ხელოვნურ ვენტილაციაზე მყოფი პაციენტებისთვის ერთი მესამედით ამცირებს.
ასევე მარტის თვიდან დაემატა დამათხელებელი საშუალებები. საწყის სტადიაზე იცოდნენ მხოლოდ ის, რომ „კოვიდ-19” სასუნთქ სისტემას აზიანებდა. თუმცა დაკვირვებებმა ცხადყო, რომ ამას ზოგჯერ ახლავს კოაგულოპათია ანუ სისხლის შედედების დარღვევა. ეს არის „კოვიდ-19”-ის შედარებით ახალი გამოვლინება. ასე რომ დამათხელებელს, რომლის სახელს შეგნებულად არ ვასახელებ, თავიდანვე გვიკეთებდნენ.


რამდენ ხანში გაგწერენ?


ამას ხშირად მეკითხებიან და ამაზე პასუხი არ არსებობს. ყოველ დღე იცვლება რეგულაციები და ბოჭორიშვილიც ამ რეკომენდაციების მოლოდინშია. საუბარია იმაზეც, რომ სიმპტომების მოხსნის შემდეგ, დადებითი სტატუსის მქონე პაციენტებმა სასტუმროებში გააგრძელონ მკურნალობა. განკურნება არ ნიშნავს კარგად ყოფნას. შესაძლოა ადამიანი კლინიკურად გამოჯანმრთელდეს, მაგრამ ცხვირ-ხახის ნაცხის გამოკვლევამ გვიჩვენოს, რომ ის კვლავ არის ვირუსის მატარებელი, ანუ მაინც იყოს ვირუსის გადამდები. განკურნება ნიშნავს ამას: უნდა მოვიდეს ტესტის უარყოფითი პასუხი. შემდეგ ისევ იმეორებენ და მეორე უარყოფითზე გწერენ.


„ვიკა, გილოცავ, მოიხადე!” – შეიძლება კიდევ დაგემართოს?


იაპონიაში დაფიქსირდა ხელმეორედ დაავადების ერთი შემთხვევა. ვინ იცის იქნებ მე გავხდე საქართველოში მეორედ ინფიცირების პირველი შემთხვევა.
მგონი, ხუმრობაც არ მომეწონა ამ თემაზე.


უსიმპტომობა


აქ წევს პაციენტი, რომელსაც ორივე ფილტვზე ანთება აქვს და არის სრულიად უსიმპტომო. ამბობს მატყუებთ, არ მჭირს კორონაო, გარბის და იჭერენ. ასე რომ უსიმპტომობა არ ნიშნავს სრულ მოდუნებას. და არც პანიკის საფუძველია. უსიმპტომობა ძალიან კარგი რამეა, მაგრამ თან სწორედ ეს არის დიდი სატკივარი ამ ვირუსის. ამიტომაც ხდება გავრცელება. თუმცა მიჩნეულია რომ უსიმპტომო პაციენტები ძალიან მჭიდრო კონტაქტებს უფრო „ერჩიან“. მაგალითად, ოჯახის წევრებს. უფრო დიდია შანსი გადაგედოთ ვირუსი სიმპტომიანი ავადმყოფისგან.


სუსტი დადებითი.


ეს ნიშნავს რომ ვირუსი ან მიდის ან მოდის. ამ დროს მნიშვნელოვანი ინფორმაციაა ანტისხეულებზე კვლევა. თუ ანტისხეულები არაა, ნიშნავს რომ ვირუსი იწყება. იზოლაციის პირველივე დღეს “სუსტი დადებითი” ვიყავი მე, ამიტომაც გადარჩნენ ჩემი კონტაქტები.


პირობები?


ბოჭორიშვილში კარგია. ინფექციურში ძალიან ცუდი. სხვაგან არ ვიცი. თუმცა ბოჭორიშვილში უფრო უსიმპტომოები წვანან. ინფექციურში – რთულები. აი, ასეთი დილემაა. პალატიდან გამოვდივართ მხოლოდ კატეს დროს. სტაფი გადასარევი, ჩემი საჯაროობის გამო – არა. „კატე” რომ გამიკეთეს სხვა პაციენტებს გავესაუბრე და იგივეს აღნიშნავდნენ.


მეშინია?!


ჯერ-ჯერობით არა.


5 მარტს სემეკმა ელექტროენერგიის, ბუნებრივი გაზისა და სასმელი წყლის მომხმარებლებს 85 ათას ლარზე მეტი ჩამოაწერა

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელმა ეროვნულმა კომისიამ (სემეკ) 5 მარტის საჯარო სხდომაზე ელექტროენერგიის, ბუნებრივი გაზის, სასმელი წყლის მომხმარებლებსა და კომუნალური მომსახურების კომპანიებს შორის არსებული სადავო საკითხები განიხილა.

“იბერიას” საქმეზე ადეიშვილისა და მისი ყოფილი მოადგილის მიმართ გამამტყუნებელ განაჩენზე პროკურატურა განცხადებას ავრცელებს

ტელეკომპანია „იბერია ტვ-ს” სამაუწყებლო ლიცენზიის იძულებით დათმობის ფაქტზე, საქართველოს ყოფილი გენერალური პროკურორის, ზურაბ ადეიშვილისა და გენერალური პროკურორის ყოფილი მოადგილის, გიორგი ლაცაბიძის მიმართ თბილისის საქალაქო სასამართლომ გამამტყუნებელი განაჩენი დაადგინა.

დისტანციური სესიები ინოვაციებისა და ტექნოლოგიების მიმართულებით

GITA-მ და BTU-მ ახალი პროექტი წარადგინეს.

ყოველდღიური ანალიტიკა — სიახლე თიბისის ბიზნეს ინტერნეტ ბანკში

თიბისი ბანკი იურიდიული პირებისთვის განკუთვნილ ინტერნეტ ბანკში ახალ, მნიშვნელოვან ფუნქციონალს — ბიზნეს ანალიტიკას ამატებს.

წინა ხელისუფლების დროს ჩამორთმეული ფიროსმანის ნახატი მესაკუთრეს დაუბრუნდა – პროკურატურა განცხადებას ავრცელებს

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის მეორე სამმართველოში გამოძიება სისხლის სამართლის N009271011001 საქმეზე, დ.ა.-ს მიერ წინასწარი შეცნობით დანაშაულებრივი გზით მოპოვებული, ნ. ფიროსმანაშვილის ფერწერული ტილოს შეძენისა და გასაღების მცდელობის ფაქტზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 186-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტითა და 19,186-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნებით დაიწყო.

მკვლელობა თავში ნაჯახის ჩარტყმით და ძარცვა – ბრალდებულს 10 წელი მიესაჯა

ახალციხის რაიონულმა სასამართლომ განზრახ მკვლელობისთვის, ძარცვისა და სხვისი ნივთის განზრახ დაზიანებისთვის ბრალდებული ნ.მ. დამნაშავედ ცნო და თავისუფლების 10 წლით აღკვეთა მიუსაჯა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს გენერალური პროკურატურა ავრცელებს.

თიბისის მხარდაჭერით, ბათუმში Marriot-ის ბრენდის 5-ვარსკვლავიანი სასტუმრო - Le Méridien გაიხსნა

შავი ზღვის სანაპიროზე სასტუმროების ცნობილ ბრენდებს Marriot-ის ბრენდის 5-ვარსკვლავიანი სასტუმრო - Le Méridien დაემატება. “ბათუმი თაუერი“, რომელიც რეგიონში უმაღლესი კატეგორიის ბრენდს წარმოადგენს, თიბისის მხარდაჭერით გაიხსნა.

თიბისი მომხმარებლებს ურჩევს, ისარგებლონ დისტანციური მომსახურებითა და უნაღდო გადახდებით

თიბისი გირჩევთ უნაღდო გადახდების საშუალებებს, რომ თავიდან აიცილოთ ნაღდ ანგარიშსწორებასთან დაკავშირებული რისკები:

„ჯორჯიან მანგანეზი“ სალიცენზიო არეალში მიწების მითვისებაზე განცხადებას ავრცელებს

ბოლო რამდენიმე თვეა, სისტემატური ხასიათი მიიღო პრაქტიკამ, როდესაც, „ჯორჯიან მანგანეზის“ ლიცენზიით განსაზღვრულ ტერიტორიებზე, მოპოვებითი სამუშაოების დაწყებისთანავე ხდება მიმდებარე მიწის ნაკვეთების კერძო პირებზე დარეგისტრირება და შემდეგ მათი მესაკუთრეების მხრიდან ზარალის ანაზღაურების მოთხოვნა.

 

„სოკარის“ შანსი, დაესწარით ევრო 2020-ის გახსნას რომში – კომპანიამ გათამაშება დაიწყო

„სოკარმა“ 2020 წელი უამრავი სიახლით დაიწყო და მომხმარებელს სიურპრიზები შესთავაზა.

ირაკლი შოთაძე ლონდა თოლორაიას შეხვდა და სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის საქმიანობას გაეცნო

საქართველოს გენერალურ პროკურატურაში გენერალური პროკურორის ირაკლი შოთაძისა და სახელმწიფო ინსპექტორის ლონდა თოლორაიას შეხვედრა გაიმართა.

"არემჯის" საერთაშორისო ჯილდო Leader Of The Year გადაეცა

შვეიცარიის სარეიტინგო ასოციაციისა და საქართველოს ნაციონალური ბიზნეს რეიტინგების კავშირის, რიგით მე-8 დაჯილდოებაზე „არემჯის“-Leader Of The Year საერთაშორისო ჯილდო გადაეცა. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ კომპანიიდან აცნობეს.

იშვიათი დაავადებების მსოფლიო დღე საქართველოშიც აღნიშნეს

თებერვლის ბოლოს მსოფლიომ იშვიათი დაავადებების დღე აღნიშნა, რომელსაც საქართველო წელსაც შეუერთდა.

სასამართლომ, ჭიათურაში სახელმწიფო ქონების მითვისებისთვის დაკავებულთა აღკვეთის ღონისძიებაზე იმსჯელა

ქუთაისის საქალაქო სასამართლომ სახელმწიფო ქონების უკანონო მითვისების ბრალდებით დაკავებულების აღკვეთის ღონისძიებაზე იმსჯელა.

29 თებერვალს საქართველო იშვიათი დაავადებების მსოფლიო დღეს აღნიშნავს

გენეტიკური და იშვიათი დაავადებების საქართველოს ფონდი (GeRaD) 2020 წლის პრიორიტეტად სპინალურ კუნთოვან ატროფია (სკა) ასახელებს.

სემეკმა ელექტროენერგიის, ბუნებრივი გაზისა და სასმელი წყლის მომხმარებლებს მიმდინარე კვირაში 21 ათას ლარზე მეტი ჩამოაწერა

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელმა ეროვნულმა კომისიამ (სემეკ) მიმდინარე კვირაში ელექტროენერგიის, ბუნებრივი გაზის, სასმელი წყლის მომხმარებლებსა და კომუნალური მომსახურების კომპანიებს შორის არსებული სადავო საკითხები განიხილა.

დავით ნარმანია საერთაშორისო ენერგეტიკულ შეხვედრაზე პრეზენტაციით წარდგა

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის (სემეკ) თავმჯდომარე დავით ნარმანიამ ქ. ვენაში გამართულ საერთაშორისო ენერგეტიკულ შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა.

 

ეთერ შავლიძესთან შეძენილმა ბილეთმა ერთს 1 182 454, მეორეს კი 14 280 ლარი მოაგებინა

გაიცანით, საქართველოში ლატარიის ყველაზე იღბლიანი მეჯიხურე, რომელთან ნაყიდი ბილეთებითაც 2 კვირის მანძილზე ლოტო 6/42-ში ჯეკპოტი 1 182 454 ლარი და 14 280 ლარი მოიგეს.

„ევროპაბეთის“ შემდეგ აზარტული თამაშების ბიზნესი გარე რეკლამაზე უარს ამბობს

აზარტული თამაშების კომპანიებმა საქართველოში უპრეცედენტო გადაწყვეტილება მიიღეს - პირველი მარტიდან თამაშების ყველა კომპანია გარე-რეკლამაზე უარს ამბობს. ბანერების ჩამოხსნა მთელი საქართველოს მასშტაბით უკვე დაწყებულია.

„თიბისი ბანკმა“ ბიზნესსექტორს წლიური ანგარიში წარუდგინა

თიბისი ბანკმა წლიური შეხვედრა ჩაატარა, სადაც კომპანიის 2019 წლის მიღწევები და შედეგები, ასევე განვითარების სტრატეგია და სამომავლო გეგმები წარადგინა. შეხვედრას ბიზნესსექტორის, მთავრობის, დიპლომატიური კორპუსის, საერთაშორისო ფინანსური ინსტიტუტებისა და ბიზნესასოციაციების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

საქართველოს გენერალურ პროკურატურაში აშშ-ის ჯორჯიის შტატის ადვოკატთა ასოციაციის წარმომადგენლებთან შეხვედრა გაიმართა

საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ აშშ-ის ჯორჯიის შტატის სისხლის სამართლის ადვოკატთა ასოციაციის ადვოკატებს უმასპინძლა.