1. მოსმენის უნარი
- კაცებს არც რჩევები, არც ლექციები, არც კრიტიკა, უბრალოდ მოსმენა მოსწონთ. მათ კარგი მსმენელი ქალები უყვართ.
2. კაცს მოსწონს, როცა ქალს შეუძლია მანქანის მართვა
კაცს მოსწონს თანამედროვე ქალი, რომელსაც შეუძლია მანქანის მართვა და თან ძალიან კარგად.
3. მზრუნველი ქალი
კაცს იმის ცოდნა სჭირდება, რომ საყვარელი ადამიანი მასზე ზრუნავს. მხოლოდ ქცევებით შეგიძლიათ მამაკაცი საკუთარ სიყვარულში დაარწმუნოთ.
4. ბუნებრივი ქალი
კაცს მოსწონს ქალი, რომელიც არ თამაშობს. დიახ, კაცს მოსწონს ქალი, რომელიც ხშირად იღიმის და სულაც არ ადარდებს რას ფიქრობენ სხვები.
5. ქალი, რომელიც გემრიელი საჭმელებს ამზადებს
კაცის გულისკენ მიმავალი გზა კუჭზე გადის. ისინი გიჟდებიან ქალებზე, რომლებიც კარგად ამზადებენ საჭმელს ან ცდილობენ, რომ მომზადება საყვარელი ადამიანის გამო ისწავლონ.
6. ძლიერი ქალი
კაცებს ძლიერი ქალები მოსწონთ. ქალი, რომელსაც შეუძლია იბრძოლოს მიზნის მისაღწევად დამოუკიდებელია.
7. ქალი, რომელსაც შეუძლია გემრიელად მიირთვას
კაცს მოსწონს, როცა ხედავს რა გემრიელად მიირთმევს საყვარელი ქალი. თუკი რესტორანში პიცის საჭმელად ერთად მიდიხართ და საერთოდ არ შეჭამთ პიცას და ძალიან მოკრძალებულად მოიქცევით, ის ჩათვლის, რომ თავდაჯერება გაკლიათ.
8. სპონტანურობა
კაცებს არაპროგნოზირებადი ქალები მოსწონთ, რომლებისგანაც ყოველთვის უჩვეულოს და სიურპრიზს უნდა ელოდნენ. ასეთ ქალთან ცხოვრება მოგზაურობას ჰგავს.