მაშ ასე:
1. კბილის პასტა - კბილის პასტა გამონაყარის წინააღმდეგ შესანიშნავი საშუალებაა
რეცეპტი:
ნებისმიერი კბილის პასტა თხელი ფენით წაისვით მთელ სახეზე. მოარიდეთ თვალის ირგვლივ ზონას. 3 წუთით დატოვეთ და შემდეგ ჩამოიბანეთ თბილი წყლით.
ნიღაბი მგრძნობიარე კანისთვის შესაფერისი არ არის.
ეფექტი: ნიღაბი ასუფთავებს, კურნავს და აღადგენს კანს, მუწუკებს ეფექტურად ებრძვის, აშორებს შავ ლაქებს და აახალგაზრდავებს სახეს.
გაფრთხილება: ეს ნიღაბი კვირაში მხოლოდ ერთხელ გამოიყენეთ.
2. ჰალვა, როგორც სახის დამატენიანებელი საშუალება
უცნაურად ჟღერს, მაგრამ აღმოსავლური ტკბილეული დიდი რაოდენობით ისეთ მცენარეულ ცხიმებს შეიცავს, როგორიცაა ცილები, საკვები მჟავები, გლუკოზა, მინერალური მარილები, ვიტამინები და კანისთვის აუცილებელი მიკროელემენტები.
რეცეპტი: უნდა დაფქვათ ჰალვას ნაჭერი, დაამატეთ ცოტა წყალი და შეურიეთ, სანამ არ გახდება გახეხილი. პროდუქტი უნდა სახეზე მინიმუმ 30 წუთის განმავლობაში გაიჩერეთ, შემდეგ ჩამოიბანეთ ოთახის ტემპერატურის წყლით.
ეფექტი: ნიღაბი უჯრედების რეგენერაციას უწყობს ხელს, კანს აახალგაზრდავებს და მას ნაადრევი დაბერებისგან იცავს, არბილებს და ნაოჭებს კარგად ატენიანებს.
გაფრთხილება: ნიღაბი სიფრთხილით უნდა გამოიყენოთ ცხიმიანი კანის მქონე ადამიანებმა.
3. ფქვილის ნიღაბი
ბრინჯი ან შვრიის ფაფა მშრალი კანისთვის შესაფერისია, ხოლო ხორბლის ფქვილი ცხიმიანი კანისთვის.
რეცეპტი:
1 ჩ/კ თაფლი და 1 ჩ/კ. ფქვილი უნდა აურიოთ კარგად და შეურიეთ ერთ კვერცხის ცილას. მიღებული მასა წაისვით სახეზე, გაიჩერეთ 30 წუთით და ჩამოიბანეთ თბილი წყლით.
მსგავსი პროცედურების განმეორება კვირაში 1-2-ჯერ არის შესაძლებელი.
გაფრთხილება: ნიღაბი მოამზადეთ რეკომენდებული ფქვილის მიხედვით, სწორად არჩეული ფქვილის გამოყენებით თქვენ სახეზე ზედმეტი ცხიმი მოგშორდებათ, ხოლო მშარლი კანი დატენიანდება.