- ელოდით, რომ მოსკოველი გულშემატკივრები თბილად მიგიღებდნენ?
- დიახ ველოდი, ჩვენ გვქონდა შეხვედრა გულშემტკივრებთან, არაჩვეულებრივ ხალხთან. აგრეთვე, ოფიციალური განცხადების გამოქვეყნების შემდეგ წავიკითხე კომენტარები და იყო უამრავი მილოცვა. ბედნიერი ვარ რომ კარგად მიმიღეს ,,ცსკას'' გულშემატკივრებმა.
- რა რეაქცია გქონდათ ქართველი ქომაგების უარყოფით დამოკიდებულებაზე? აგრეთვე ვნახეთ, რომ თქვენი ქვეყნის პრეზიდენტმაც უარყოფითად შეაფასა "ცსკაში" გადასვლის საკითხი.
- დიახ ვკითხულობდი უარყოფით კომენტარებს. პირველ რიგში მე უკვე დავწყნარდი და ავუხსენი ჩემი გადაწყვეტილება ქართველ ქომაგებს. თან ყურადღება არ გავამახვილე ნეგატიურ კომენტარებზე მედიაში, რადგან ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ჩემმა ოჯახმა, ხალხმა, ვინც მიყვარს და მიცნობს, ისინი მიჭერდნენ მხარს. ვფიქრობ, რომ დროთა განმავლობაში ყველაფერი თავის ადგილზე დადგება.
- სიმართლე გითხრათ, თბილისსა და ბათუმში სტუმრობის შემდეგ, მოსკოვში დაბრუნება არ მინდოდა. იქ ძალიან კეთილი კეთილი ხალხია. მოსკოვში კი ხალხი ძალიან სერიოზულია. ამაზე რას ფიქრობთ?
- არა, ხალხი რუსეთში ისეთივე კეთილია, როგორც საქართველოში. რაც უფრო მეტს ვიცნობ რუსებს, ამაში მით უფრო მეტად ვრწმუნდები, რუსები მაგრები არიან.