ზვიად კირტავა: გაზაფხულზე მთავრობის მიერ დაწესებული ადრეული და მკაცრი ეპიდემიოლოგიური კონტროლის და შეზღუდვების შედეგი იყო არა მარტო დაბალი გავრცელება, არამედ ყველაზე დაბალი სიკვდილობა

საქართველოს მიდგომა პანდემიის მართვის მიმართ არასდროს ყოფილა განსხვავებული მსოფლიოში ძირითადად მიღებული მოდელისაგან - „პირველ რიგში - მოსახლეობის ჯანმრთელობა, შემდეგ - ეკონომიკა“,- კორონავირუსის შემთხვევების ზრდის მიზეზებსა და შექმნილ ვითარებაში გამოსავლის გზებზე სააგენტო „ინტერპრესნიუსი“ „ჯეოქეისის“ მკვლევარს, თბილისის სახ. სამედიცინო უნივერსიტეტის ასოცირებულ პროფესორს, ზვიად კირტავას ესაუბრა.

მისი თქმით, გაზაფხულზე მთავრობის მიერ დაწესებული ადრეული და მკაცრი ეპიდემიოლოგიური კონტროლის და შეზღუდვების შედეგი იყო არა მარტო დაბალი გავრცელება, არამედ ყველაზე დაბალი სიკვდილობა.


როგორც კირტავა აღნიშნავს, ევროპის ქვეყნების უმრავლესობაში დღემდე მოქმედებს შეხვედრების და ღონისძიებების გაცილებით მოკრძალებული სტანდარტი - 10-25 ადამიანი.


„ჯერ კიდევ მეოცე საუკუნის დასაწყისში ესპანური გრიპის (Spanish flu, „ისპანკა“) პანდემიამ უჩვენა, რომ ამერიკის ის ქალაქები, სადაც კარანტინი, დისტანცირება და ნიღბების გამოყენების წესი ადრე და მკაცრად დაიცვეს (მაგ. ქ. სენტ ლუისი), გარდა სიკვდილობის დაბალი დონისა, იმითაც გახდნენ გამორჩეულნი, რომ იქ პანდემიის შემდგომ ეკონომიკური აქტივობის აღდგენა გაცილებით მალე მოხდა, ვიდრე იქ, სადაც ეს ზომები დააგვიანეს (მაგ. ფილადელფია).


კორონავირუსის პანდემიის დაწყებისას თავიდანვე რამდენიმე ქვეყანამ - დიდმა ბრიტანეთმა, გერმანიამ, ნიდერლანდებმა, აშშ-მ, შვედეთმა გადაწყვიტეს მოსახლეობის დიდი ნაწილის დატოვება „არც თუ ისე ფატალური“ ინფექციის პირისპირ ე.წ. „ჯოგური“ (პოპულაციური) იმუნიტეტის თანდათან განვითარების მოლოდინში. მაგრამ მკაცრი და ტრაგიკული რეალობის ფონზე მარტის ბოლოდან საკარანტინო ზომები (ლოქდაუნი) და სკოლებში სწავლების შეზღუდვა ყველა ამ ქვეყანაში განხორციელდა (გერმანიაში - 6 რეგიონში, თუმცა სკოლები და საბავშვო ბაღები ყველგან დაიხურა და მკაცრად შეიზღუდა შეხვედრები) - გარდა შვედეთისა, რომელმაც შემდეგ მკაცრი კრიტიკა დაიმსახურა ევროპაში როგორც ინფიცირების, ასევე, განსაკუთრებით, სიკვდილობის ლამის ყველაზე მაღალი (მეორე) მაჩვენებლის გამო.


ივლისში შვედეთში და ესპანეთში ჩატარებულმა ფართო პოპულაციურმა კვლევებმა აჩვენა, რომ „ჯოგური“იმუნიტეტის მოლოდინი არ გამართლდა - ანტისხეულების და ლიმფოციტების მაჩვენებლები იმუნურ პასუხს აჩვენებდნენ მოსახლეობის მხოლოდ 4%-14%-ში, რაც ნაცვლად სასურველი 70%-ისა. მეტიც, ეს იმუნური ცვლილებები ჯერ კიდევ არ ნიშნავს მყარ იმუნიტეტს, გამოირკვა, რომ კორონავირუსის მანეიტრალიზებელი ანტისხეულები რამდენიმე კვირაში ან თვეში შეიძლება გაქრეს. ის რომ საქართველოს მთავრობამ გაზაფხულზე ადრეული და მკაცრი ეპიდემიოლოგიური კონტროლი და თანმდევი შეზღუდვები დააწესა, იყო მსოფლიოში აღიარებული მიდგომის გაზიარება - შეიძლება, ცოტა უფრო მეტი გადაზღვევით - „თავს სინანული ვარჩიეთ ბოლოჟამს დანანებასა“.


შედეგი იყო არა მარტო დაბალი გავრცელება, არამედ ყველაზე დაბალი სიკვდილობა. რაც შეეხება ტესტირების მაჩვენებელს, უკვე მაისიდან საქართველოში 100,000 მოსახლეზე იმდენივე ტესტი კეთდებოდა, რაც სამხრეთ კორეაში, და არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ სამხრეთ კორეა, ტესტ-სისტემების მხრივ, პიონერი და ლიდერი ქვეყანაა. თუ საქართველო შვედეთის მსგავს მიდგომას აირჩევდა, არ დაკეტავდა საზღვრებს და არ შეზღუდავდა ეკონომიკურ აქტივობას, ამას, სავარაუდოდ, მოჰყვებოდა გაზაფხულზე ათასობით ინფიცირებული და მრავალი ასეული გარდაცვლილი.


დიდი შანსია, რომ ქვეყანას, რომელსაც მასშტაბური ტესტირების, კოვიდ-ცენტრების და ცხელების ცენტრების, ცხელი ხაზის და პირველადი ჯანდაცის სისტემის გამართვისთვის და კოორდინირებული მუშაობის ორგანიზებისათვის ერთ თვემდე დასჭირდა, ვერ გაეძლო ინფიცირებულთა მზარდი ნაკადისთვის და იმის მსგავსი ან უარესი კოლაფსი მიგვეღო, როგორ იტალიის, ესპანეთის, საფრანგეთის, აშშ და დიდი ბრიტანეთის გაცილებით უფრო გამართულმა, თითქოს ბრწყინვალედ მომზადებულმა და კარგად დაფინანასირებულმა სისტემებმა მიიღეს, როცა უცნობ საფრთხეს დაუპირისპირდნენ.


ასეთ შემთხვევაში, როგორ გვგონია, ტურიზმი და ეკონომიკა კარგად იმუშავებდა? ძალიან დატვირთული იქნებოდა ჩვენი სასტუმროები? ან რას მოიტანდა რუსეთიდან, ირანიდან და თურქეთიდან მასობრივი ტურიზმი, როცა ეს ქვეყნები მსოფლიოში ლიდერობდნენ ინფიცირებულთა რიცხვით? ბევრი მშობელი გარისკავდა შვილების სასწავლებლებში გაშვებას? და ოპოზიციური პარტიები გამართლებულად ჩათვლიდნენ ხელისუფლების მიერ ეკონომიკაზე უპირატეს ზრუნვას? მოსახლეობის დიდი უმრავლესობა რომ არ ჩათვლიდა, მგონი, ეჭვი არ გვეპარება.


და ასი - და ათასკაციანი ქორწილების ნატრული პატარძლების და რესტორატორების გასაგონად უნდა ვთქვათ, რომ მსგავს ტაქტიკას (პანდემიის დროს კი არა, ისედაც) არცერთი „შვედური მოდელი“ არ ამართლებს... ევროპის ქვეყნების უმრავლესობაში დღემდე მოქმედებს შეხვედრების და ღონისძიებების გაცილებით მოკრძალებული სტანდარტი - 10-25 ადამიანი. ხოლო ისრაელი სრული განმეორებითი ლოქდაუნის მიჯნაზეა”,- განაცხადა ზვიად კირტავამ.


„ჯეოქეისის“ მკვლევარი მნიშვნელოვნად მიიჩნევს ხელისუფლების განცხადებას, რომ ამჟამად, მსგავსად ევროკავშირის ქვეყნებისა, არ იგეგმება არავითარი ჩაკეტვა და ლოქდაუნი და რომ პირიქით, კლასტერების ეპიდკვლევების წარმატების კვალობაზე დაგეგმილია სკოლებში და სასწავლო დაწესებულებებში ჩვეულებრივი რეჟიმის აღდგენა.


„სრული ტემპით მიმდინარეობს სასოფლო-სამეურნეო სამუშაოები, და ტურიზმის შეზღუდვაც არ მოიაზრება, მთავარია, ტურისტულმა, ვაჭრობის, ტრანსპორტის და კვების ობიექტებმა თავად დაიცვან ელემენტარული სიფრთხილის რეკომენდებული ზომები. იმედია, ახლანდელი პიკი ზრდას აღარ გააგრძელებს, და მართული ინფიცირების და დაცული რეკომენდაციების ფონზე რეგულაციები ისევ შერბილდება - გონივრულ დონემდე”,- განაცხადა ზვიად კირტავამ.


5 მარტს სემეკმა ელექტროენერგიის, ბუნებრივი გაზისა და სასმელი წყლის მომხმარებლებს 85 ათას ლარზე მეტი ჩამოაწერა

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელმა ეროვნულმა კომისიამ (სემეკ) 5 მარტის საჯარო სხდომაზე ელექტროენერგიის, ბუნებრივი გაზის, სასმელი წყლის მომხმარებლებსა და კომუნალური მომსახურების კომპანიებს შორის არსებული სადავო საკითხები განიხილა.

“იბერიას” საქმეზე ადეიშვილისა და მისი ყოფილი მოადგილის მიმართ გამამტყუნებელ განაჩენზე პროკურატურა განცხადებას ავრცელებს

ტელეკომპანია „იბერია ტვ-ს” სამაუწყებლო ლიცენზიის იძულებით დათმობის ფაქტზე, საქართველოს ყოფილი გენერალური პროკურორის, ზურაბ ადეიშვილისა და გენერალური პროკურორის ყოფილი მოადგილის, გიორგი ლაცაბიძის მიმართ თბილისის საქალაქო სასამართლომ გამამტყუნებელი განაჩენი დაადგინა.

დისტანციური სესიები ინოვაციებისა და ტექნოლოგიების მიმართულებით

GITA-მ და BTU-მ ახალი პროექტი წარადგინეს.

ყოველდღიური ანალიტიკა — სიახლე თიბისის ბიზნეს ინტერნეტ ბანკში

თიბისი ბანკი იურიდიული პირებისთვის განკუთვნილ ინტერნეტ ბანკში ახალ, მნიშვნელოვან ფუნქციონალს — ბიზნეს ანალიტიკას ამატებს.

წინა ხელისუფლების დროს ჩამორთმეული ფიროსმანის ნახატი მესაკუთრეს დაუბრუნდა – პროკურატურა განცხადებას ავრცელებს

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის მეორე სამმართველოში გამოძიება სისხლის სამართლის N009271011001 საქმეზე, დ.ა.-ს მიერ წინასწარი შეცნობით დანაშაულებრივი გზით მოპოვებული, ნ. ფიროსმანაშვილის ფერწერული ტილოს შეძენისა და გასაღების მცდელობის ფაქტზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 186-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტითა და 19,186-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნებით დაიწყო.

მკვლელობა თავში ნაჯახის ჩარტყმით და ძარცვა – ბრალდებულს 10 წელი მიესაჯა

ახალციხის რაიონულმა სასამართლომ განზრახ მკვლელობისთვის, ძარცვისა და სხვისი ნივთის განზრახ დაზიანებისთვის ბრალდებული ნ.მ. დამნაშავედ ცნო და თავისუფლების 10 წლით აღკვეთა მიუსაჯა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს გენერალური პროკურატურა ავრცელებს.

თიბისის მხარდაჭერით, ბათუმში Marriot-ის ბრენდის 5-ვარსკვლავიანი სასტუმრო - Le Méridien გაიხსნა

შავი ზღვის სანაპიროზე სასტუმროების ცნობილ ბრენდებს Marriot-ის ბრენდის 5-ვარსკვლავიანი სასტუმრო - Le Méridien დაემატება. “ბათუმი თაუერი“, რომელიც რეგიონში უმაღლესი კატეგორიის ბრენდს წარმოადგენს, თიბისის მხარდაჭერით გაიხსნა.

თიბისი მომხმარებლებს ურჩევს, ისარგებლონ დისტანციური მომსახურებითა და უნაღდო გადახდებით

თიბისი გირჩევთ უნაღდო გადახდების საშუალებებს, რომ თავიდან აიცილოთ ნაღდ ანგარიშსწორებასთან დაკავშირებული რისკები:

„ჯორჯიან მანგანეზი“ სალიცენზიო არეალში მიწების მითვისებაზე განცხადებას ავრცელებს

ბოლო რამდენიმე თვეა, სისტემატური ხასიათი მიიღო პრაქტიკამ, როდესაც, „ჯორჯიან მანგანეზის“ ლიცენზიით განსაზღვრულ ტერიტორიებზე, მოპოვებითი სამუშაოების დაწყებისთანავე ხდება მიმდებარე მიწის ნაკვეთების კერძო პირებზე დარეგისტრირება და შემდეგ მათი მესაკუთრეების მხრიდან ზარალის ანაზღაურების მოთხოვნა.

 

„სოკარის“ შანსი, დაესწარით ევრო 2020-ის გახსნას რომში – კომპანიამ გათამაშება დაიწყო

„სოკარმა“ 2020 წელი უამრავი სიახლით დაიწყო და მომხმარებელს სიურპრიზები შესთავაზა.

ირაკლი შოთაძე ლონდა თოლორაიას შეხვდა და სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის საქმიანობას გაეცნო

საქართველოს გენერალურ პროკურატურაში გენერალური პროკურორის ირაკლი შოთაძისა და სახელმწიფო ინსპექტორის ლონდა თოლორაიას შეხვედრა გაიმართა.

"არემჯის" საერთაშორისო ჯილდო Leader Of The Year გადაეცა

შვეიცარიის სარეიტინგო ასოციაციისა და საქართველოს ნაციონალური ბიზნეს რეიტინგების კავშირის, რიგით მე-8 დაჯილდოებაზე „არემჯის“-Leader Of The Year საერთაშორისო ჯილდო გადაეცა. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ კომპანიიდან აცნობეს.

იშვიათი დაავადებების მსოფლიო დღე საქართველოშიც აღნიშნეს

თებერვლის ბოლოს მსოფლიომ იშვიათი დაავადებების დღე აღნიშნა, რომელსაც საქართველო წელსაც შეუერთდა.

სასამართლომ, ჭიათურაში სახელმწიფო ქონების მითვისებისთვის დაკავებულთა აღკვეთის ღონისძიებაზე იმსჯელა

ქუთაისის საქალაქო სასამართლომ სახელმწიფო ქონების უკანონო მითვისების ბრალდებით დაკავებულების აღკვეთის ღონისძიებაზე იმსჯელა.

29 თებერვალს საქართველო იშვიათი დაავადებების მსოფლიო დღეს აღნიშნავს

გენეტიკური და იშვიათი დაავადებების საქართველოს ფონდი (GeRaD) 2020 წლის პრიორიტეტად სპინალურ კუნთოვან ატროფია (სკა) ასახელებს.

სემეკმა ელექტროენერგიის, ბუნებრივი გაზისა და სასმელი წყლის მომხმარებლებს მიმდინარე კვირაში 21 ათას ლარზე მეტი ჩამოაწერა

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელმა ეროვნულმა კომისიამ (სემეკ) მიმდინარე კვირაში ელექტროენერგიის, ბუნებრივი გაზის, სასმელი წყლის მომხმარებლებსა და კომუნალური მომსახურების კომპანიებს შორის არსებული სადავო საკითხები განიხილა.

დავით ნარმანია საერთაშორისო ენერგეტიკულ შეხვედრაზე პრეზენტაციით წარდგა

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის (სემეკ) თავმჯდომარე დავით ნარმანიამ ქ. ვენაში გამართულ საერთაშორისო ენერგეტიკულ შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა.

 

ეთერ შავლიძესთან შეძენილმა ბილეთმა ერთს 1 182 454, მეორეს კი 14 280 ლარი მოაგებინა

გაიცანით, საქართველოში ლატარიის ყველაზე იღბლიანი მეჯიხურე, რომელთან ნაყიდი ბილეთებითაც 2 კვირის მანძილზე ლოტო 6/42-ში ჯეკპოტი 1 182 454 ლარი და 14 280 ლარი მოიგეს.

„ევროპაბეთის“ შემდეგ აზარტული თამაშების ბიზნესი გარე რეკლამაზე უარს ამბობს

აზარტული თამაშების კომპანიებმა საქართველოში უპრეცედენტო გადაწყვეტილება მიიღეს - პირველი მარტიდან თამაშების ყველა კომპანია გარე-რეკლამაზე უარს ამბობს. ბანერების ჩამოხსნა მთელი საქართველოს მასშტაბით უკვე დაწყებულია.

„თიბისი ბანკმა“ ბიზნესსექტორს წლიური ანგარიში წარუდგინა

თიბისი ბანკმა წლიური შეხვედრა ჩაატარა, სადაც კომპანიის 2019 წლის მიღწევები და შედეგები, ასევე განვითარების სტრატეგია და სამომავლო გეგმები წარადგინა. შეხვედრას ბიზნესსექტორის, მთავრობის, დიპლომატიური კორპუსის, საერთაშორისო ფინანსური ინსტიტუტებისა და ბიზნესასოციაციების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

საქართველოს გენერალურ პროკურატურაში აშშ-ის ჯორჯიის შტატის ადვოკატთა ასოციაციის წარმომადგენლებთან შეხვედრა გაიმართა

საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ აშშ-ის ჯორჯიის შტატის სისხლის სამართლის ადვოკატთა ასოციაციის ადვოკატებს უმასპინძლა.