ელისაშვილი ამბობს, რომ აღნიშნულ ტელეფონის ნომერზე მოქალაქეები ძირითადად იმიტომ რეკავენ, რომ შეამოწმონ უპასუხებთ თუ არა ნამდვილად ელისაშილი.
„ძალიან ბევრი მირეკავს, ალბათ 200-ზე მეტ ზარს ვუპასუხე. რაღაც ნაწილს ვერ ვუპასუხე იმიტომ, რომ ტელეფონზე ვლაპარაკობდი. სტატისტიკას რაც შეეხება, ყველაზე მეტად რეკავენ იმისთვის, რომ დარწმუნდნენ, მართლა მე ვუპასუხებ თუ არა. ზოგი ამით კმაყოფილია, ზოგი დაბნეული, ზოგი კვდება სიცილით.
„ასევე პრობლემებთან დაკავშირებითაც რეკავენ. ბანკიდანაც დამირეკეს - „თქვენი წარწერა ვნახეთ და კრედიტი ხომ არ გინდათო“. გამისკდა თავი, მაგრამ ეს ჩემი არჩევანია და მტკიცედ მიმაჩნია, რომ პოლიტიკოსები ხალხს უნდა უსმენდნენ და ემსახურებოდნენ, ხალხთან და ზემოთ კი არ უნდა ვიყოთ, ხალხთან და ქვემოთ უნდა ვიყოთ“ , - განაცხადა ელისაშვილმა.