„დილით მომდის ინფორმაცია, რომ მე უარყოფითი შედეგი მაქვს. ვკითხულობ, ეს ნამდვილია თუ არა? მიდასტურებენ. ვემზადები წასასვლელად, ვაგროვებ ნივთებს, ვემზადები რომ გავიდე და კარებთან მაჩერებენ. ირანელი ტურისტის ამბავი თუ გახსოვთ, ამდაგვარი სცენარის პერსონაჟი გავხდი. მე კი მორჩილად გავაპროტესტე, რომ არ შეიძლება ასე, ცოტა მაინც გაუფრთხილდით ერთმანეთს. რომ გეუბნებიან „წადი“ და მერე გაბრუნებენ, ეს ფსიქიკაზე მოქმედებს. აღმოჩნდა რომ დადებითია. დავნებდი ბედს, მივიღე რეალობა, როგორც შეიძლებოდა,” – ამბობს გედევან ფოფხაძე.
ცნობისთვის 16 სექტემბრის მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 2758 შემთხვევაა დაფიქსირებული. აქედან გამოჯანმრთელებულია 1412, ხოლო გარდაცვლილია 19 ადამიანი.