ბილ გეიტსის გამოსამშვიდობებელი ემოციური წერილი მამას

ბილ გეიტსის მამა 16 სექტემბერს 94 წლის ასაკში გარდაიცვალა. Microsoft-ის დამფუძნებელი მამის დაღუპვის შემდეგ ემოციურ წერილს აქვეყნებს, რომელშიც მშობელთან ურთიერთობასა და მის პიროვნულ თვისებებზე წერს. 

გეიტსი ამბობს, რომ მისი შვილად ყოფნა განსაცვიფრებელი ემოცია იყო.


„მამაჩემი ნამდვილი „ბილ გეიტსი“ იყო. ყველაფერს ვცდილობ, რომ მისნაირი ვიყო.. ყოველ დღე მომენატრება“, – ბილ გეიტსი გარდაცვლილ მამას ემოციური წერილით ემშვიდობება.


„მამაჩემი გუშინ ოჯახურ გარემოცვაში გარდაიცვალა. ის ყველას საოცრად მოგვენატრება. ჩვენ ახლა უდიდეს მწუხარებასა და მადლიერებას ერთდროულად განვიცდით.


მამაჩემის გარდაცვალება მოულოდნელი არ ყოფილა – ის უკვე 94 წლის იყო და მისი ჯანმრთელობაც ასაკის გამო დასუსტებული იყო.


ყველას დიდი დრო გვქონდა იმის გასაანალიზებლად რამდენად იღბლიანები ვართ, რომ ამდენი წლის განმავლობაში საშუალება გვქონდა გვერდით ეს საოცარი კაცი გვყოლოდა.


ამას მარტო ჩვენ არ განვიცდით. მამაჩემის სიბრძნემ, კეთილშობილებამ, გულუხვობამ, ემპატიამ და თავმდაბლობამ მსოფლიოში ძალიან ბევრ ადამიანზე იქონია ზეგავლენა.


მე და ჩემს დებს ძალიან გაგვიმართლა, რომ მშობლებმა გაგვზარდეს. ისინი მუდმივად გვამხნევებდნენ და ყოველთვის ჩვენს გვერდით იყვნენ.


ვიცი, რომ მათი სიყვარული და თანადგომა უპირობო იყო.


სწორედ ამ ყველაფერმა გადამადგმევინა ცხოვრებაში ისეთი სარისკო ნაბიჯები როგორიც იყო კოლეჯის დატოვება და პოლ ალენთან ერთად Microsoft-ის დაფუძნება.


ზუსტად ვიცოდი, რომ ჩემი მშობლები ჩემს გვერდით იქნებოდნენ მაშინაც კი, თუ ჩანაფიქრს ვერ განვახორციელებდი.


ასაკის მატებასთან ერთად უკეთ ვხედავ როგორი დიდი გავლენა ჰქონდა მამაჩემს იმ ყველაფერზე, რაც ცხოვრებაში გავაკეთე.


Microsoft-ის დაფუძნების პირველ ეტაპზე მას ხშირად მივმართავდი დასახმარებლად.


მამაჩემმა ჩემზე ძალიან დიდი გავლენა მოახდინა.


როდესაც პატარა ვიყავი ის ყოველთვის მიბიძგებდა მეცადა, მეკეთებინა ის, რაც მძულა, არ მიყვარდა ან ვფიქრობდი, რომ იმის გაკეთება არ შემეძლო. მაგალითად: ცურვა და ფეხბურთი. ასევე, მას ჰქონდა საოცარი სამუშაო ეთიკა.


ის იყო სიეტლის ერთ-ერთი ყველაზე შრომისმოყვარე და პატივსაცემი იურისტი. ასევე, ჩვენს რეგიონში ის იყო სამოქალაქო ლიდერი.


ქველმოქმედების კუთხითაც, მან დიდი ზეგავლენა მოახდინა ჩემზე.


დედაჩემი და მამაჩემი მთელი ბავშვობა მასწავლიდნენ რა იყო სიკეთე, როგორ უნდა გამოგვეყენებინა ჩვენი დრო და რესურსები.


მახსოვს ერთ დღეს მე, მელინდა და მამა კინოთეატრის რიგში ვიდექით. მე და მელინდა იმაზე ვფიქრობდით, როგორ მივიღებდით ელექტრონულ ფოსტაზე თხოვნებს შემოწირულობების შესახებ. მაშინ მამამ თქვა „მგონი შევძლებ თქვენს დახმარებას“.


მამაჩემის გარეშე The Bill & Melinda Gates Foundation-ი არ იქნებოდა ის, რაც დღეს არის. მან ბევრად მეტი გააკეთა, ვიდრე ნებისმიერმა ჩვენგანმა – მამაჩემმა ჩამოაყალიბა ფონდის ღირებულებები.


ის იყო გონიერი, სერიოზულად ეკიდებოდა სწავლას. ის არ ერიდებოდა უკან დახევას იმისთვის, რომ არსებული სურათი სრულად დაენახა. ის არასდროს გვაძლევდა უფლებას დაგვევიწყებინა ადამიანები, რომლებსაც უჭირდათ.


ადამიანები, რომლებიც ფონდში სამუშაოდ მოდიოდნენ, მამასთან მუშაობას დიდ პატივად მიიჩნევდნენ. ის ადამიანებში ყოველთვის კარგს ეძებდა და თავს ყველას განსაკუთრებულად აგრძნობინებდა.


ფონდში ჩვენ ვმუშაობდით არა როგორც მამა და შვილი, არამედ როგორც მეგობრები, კოლეგები. გვინდოდა ერთად ბევრი რამ გვეკეთებინა. როცა ერთად მუშაობას ვიწყებდით, წარმოდგენაც არ გვქონდა რა მაგარი დრო გველოდა წინ.


და რაც ყველაზე მთავარია, მამაჩემმა უდიდესი გავლენა მოახდინა ჩემს ყველაზე მნიშვნელოვან როლებზე – ვყოფილიყავი ქმარი და მამა.


როდესაც რაღაცას საუკეთესოდ ვაკეთებ, ზუსტად ვიცი ეს ყველაფერი მამაჩემის დამსახურებაა. მამაჩემისგან ვისწავლე ქალების, ინდივიდუალიზმის, ბავშვების არჩევნის პატივისცემა.


ჩემს 50-ე დაბადების დღეზე მამაჩემმა წერილი დამიწერა. ეს ჩემთვის ერთ-ერთი ყველაზე ძვირფასი საჩუქარია. მან მომიყვა რამდენად ბედნიერი იყო, რომ ჩემი და ჩემი დების მამა იყო:


„დროთა განმავლობაში შენ და ირგვლივ მყოფ ადამიანებს მუდმივად გაფრთხილებდით, რომ სიტყვა „განსაცვიფრებელი“ მხოლოდ მნიშვნელოვანი ფაქტების აღსაწერად, აღსანიშნად გამოგეყენებინათ.


რადგან ამ სიტყვას უდიდესი აზრი აქვს და ის მხოლოდ საოცარი ფაქტებისთვის უნდა გამოვიყენოთ.


ახლა კი მინდა ვთქვა – მამაშენად ყოფნის გამოცდილება მართლაც „განსაცვიფრებელი“ იყო.


მე კი ვიტყვი, რომ მის შვილად ყოფნა იყო განსაცვიფრებელი. ყველაფერს ვცდილობ, რომ მისნაირი ვიყო..


ყოველდღე მომენატრება“, - წერს ბილ გეიტსი.


5 მარტს სემეკმა ელექტროენერგიის, ბუნებრივი გაზისა და სასმელი წყლის მომხმარებლებს 85 ათას ლარზე მეტი ჩამოაწერა

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელმა ეროვნულმა კომისიამ (სემეკ) 5 მარტის საჯარო სხდომაზე ელექტროენერგიის, ბუნებრივი გაზის, სასმელი წყლის მომხმარებლებსა და კომუნალური მომსახურების კომპანიებს შორის არსებული სადავო საკითხები განიხილა.

“იბერიას” საქმეზე ადეიშვილისა და მისი ყოფილი მოადგილის მიმართ გამამტყუნებელ განაჩენზე პროკურატურა განცხადებას ავრცელებს

ტელეკომპანია „იბერია ტვ-ს” სამაუწყებლო ლიცენზიის იძულებით დათმობის ფაქტზე, საქართველოს ყოფილი გენერალური პროკურორის, ზურაბ ადეიშვილისა და გენერალური პროკურორის ყოფილი მოადგილის, გიორგი ლაცაბიძის მიმართ თბილისის საქალაქო სასამართლომ გამამტყუნებელი განაჩენი დაადგინა.

დისტანციური სესიები ინოვაციებისა და ტექნოლოგიების მიმართულებით

GITA-მ და BTU-მ ახალი პროექტი წარადგინეს.

ყოველდღიური ანალიტიკა — სიახლე თიბისის ბიზნეს ინტერნეტ ბანკში

თიბისი ბანკი იურიდიული პირებისთვის განკუთვნილ ინტერნეტ ბანკში ახალ, მნიშვნელოვან ფუნქციონალს — ბიზნეს ანალიტიკას ამატებს.

წინა ხელისუფლების დროს ჩამორთმეული ფიროსმანის ნახატი მესაკუთრეს დაუბრუნდა – პროკურატურა განცხადებას ავრცელებს

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის მეორე სამმართველოში გამოძიება სისხლის სამართლის N009271011001 საქმეზე, დ.ა.-ს მიერ წინასწარი შეცნობით დანაშაულებრივი გზით მოპოვებული, ნ. ფიროსმანაშვილის ფერწერული ტილოს შეძენისა და გასაღების მცდელობის ფაქტზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 186-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტითა და 19,186-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნებით დაიწყო.

მკვლელობა თავში ნაჯახის ჩარტყმით და ძარცვა – ბრალდებულს 10 წელი მიესაჯა

ახალციხის რაიონულმა სასამართლომ განზრახ მკვლელობისთვის, ძარცვისა და სხვისი ნივთის განზრახ დაზიანებისთვის ბრალდებული ნ.მ. დამნაშავედ ცნო და თავისუფლების 10 წლით აღკვეთა მიუსაჯა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს გენერალური პროკურატურა ავრცელებს.

თიბისის მხარდაჭერით, ბათუმში Marriot-ის ბრენდის 5-ვარსკვლავიანი სასტუმრო - Le Méridien გაიხსნა

შავი ზღვის სანაპიროზე სასტუმროების ცნობილ ბრენდებს Marriot-ის ბრენდის 5-ვარსკვლავიანი სასტუმრო - Le Méridien დაემატება. “ბათუმი თაუერი“, რომელიც რეგიონში უმაღლესი კატეგორიის ბრენდს წარმოადგენს, თიბისის მხარდაჭერით გაიხსნა.

თიბისი მომხმარებლებს ურჩევს, ისარგებლონ დისტანციური მომსახურებითა და უნაღდო გადახდებით

თიბისი გირჩევთ უნაღდო გადახდების საშუალებებს, რომ თავიდან აიცილოთ ნაღდ ანგარიშსწორებასთან დაკავშირებული რისკები:

„ჯორჯიან მანგანეზი“ სალიცენზიო არეალში მიწების მითვისებაზე განცხადებას ავრცელებს

ბოლო რამდენიმე თვეა, სისტემატური ხასიათი მიიღო პრაქტიკამ, როდესაც, „ჯორჯიან მანგანეზის“ ლიცენზიით განსაზღვრულ ტერიტორიებზე, მოპოვებითი სამუშაოების დაწყებისთანავე ხდება მიმდებარე მიწის ნაკვეთების კერძო პირებზე დარეგისტრირება და შემდეგ მათი მესაკუთრეების მხრიდან ზარალის ანაზღაურების მოთხოვნა.

 

„სოკარის“ შანსი, დაესწარით ევრო 2020-ის გახსნას რომში – კომპანიამ გათამაშება დაიწყო

„სოკარმა“ 2020 წელი უამრავი სიახლით დაიწყო და მომხმარებელს სიურპრიზები შესთავაზა.

ირაკლი შოთაძე ლონდა თოლორაიას შეხვდა და სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის საქმიანობას გაეცნო

საქართველოს გენერალურ პროკურატურაში გენერალური პროკურორის ირაკლი შოთაძისა და სახელმწიფო ინსპექტორის ლონდა თოლორაიას შეხვედრა გაიმართა.

"არემჯის" საერთაშორისო ჯილდო Leader Of The Year გადაეცა

შვეიცარიის სარეიტინგო ასოციაციისა და საქართველოს ნაციონალური ბიზნეს რეიტინგების კავშირის, რიგით მე-8 დაჯილდოებაზე „არემჯის“-Leader Of The Year საერთაშორისო ჯილდო გადაეცა. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ კომპანიიდან აცნობეს.

იშვიათი დაავადებების მსოფლიო დღე საქართველოშიც აღნიშნეს

თებერვლის ბოლოს მსოფლიომ იშვიათი დაავადებების დღე აღნიშნა, რომელსაც საქართველო წელსაც შეუერთდა.

სასამართლომ, ჭიათურაში სახელმწიფო ქონების მითვისებისთვის დაკავებულთა აღკვეთის ღონისძიებაზე იმსჯელა

ქუთაისის საქალაქო სასამართლომ სახელმწიფო ქონების უკანონო მითვისების ბრალდებით დაკავებულების აღკვეთის ღონისძიებაზე იმსჯელა.

29 თებერვალს საქართველო იშვიათი დაავადებების მსოფლიო დღეს აღნიშნავს

გენეტიკური და იშვიათი დაავადებების საქართველოს ფონდი (GeRaD) 2020 წლის პრიორიტეტად სპინალურ კუნთოვან ატროფია (სკა) ასახელებს.

სემეკმა ელექტროენერგიის, ბუნებრივი გაზისა და სასმელი წყლის მომხმარებლებს მიმდინარე კვირაში 21 ათას ლარზე მეტი ჩამოაწერა

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელმა ეროვნულმა კომისიამ (სემეკ) მიმდინარე კვირაში ელექტროენერგიის, ბუნებრივი გაზის, სასმელი წყლის მომხმარებლებსა და კომუნალური მომსახურების კომპანიებს შორის არსებული სადავო საკითხები განიხილა.

დავით ნარმანია საერთაშორისო ენერგეტიკულ შეხვედრაზე პრეზენტაციით წარდგა

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის (სემეკ) თავმჯდომარე დავით ნარმანიამ ქ. ვენაში გამართულ საერთაშორისო ენერგეტიკულ შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა.

 

ეთერ შავლიძესთან შეძენილმა ბილეთმა ერთს 1 182 454, მეორეს კი 14 280 ლარი მოაგებინა

გაიცანით, საქართველოში ლატარიის ყველაზე იღბლიანი მეჯიხურე, რომელთან ნაყიდი ბილეთებითაც 2 კვირის მანძილზე ლოტო 6/42-ში ჯეკპოტი 1 182 454 ლარი და 14 280 ლარი მოიგეს.

„ევროპაბეთის“ შემდეგ აზარტული თამაშების ბიზნესი გარე რეკლამაზე უარს ამბობს

აზარტული თამაშების კომპანიებმა საქართველოში უპრეცედენტო გადაწყვეტილება მიიღეს - პირველი მარტიდან თამაშების ყველა კომპანია გარე-რეკლამაზე უარს ამბობს. ბანერების ჩამოხსნა მთელი საქართველოს მასშტაბით უკვე დაწყებულია.

„თიბისი ბანკმა“ ბიზნესსექტორს წლიური ანგარიში წარუდგინა

თიბისი ბანკმა წლიური შეხვედრა ჩაატარა, სადაც კომპანიის 2019 წლის მიღწევები და შედეგები, ასევე განვითარების სტრატეგია და სამომავლო გეგმები წარადგინა. შეხვედრას ბიზნესსექტორის, მთავრობის, დიპლომატიური კორპუსის, საერთაშორისო ფინანსური ინსტიტუტებისა და ბიზნესასოციაციების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

საქართველოს გენერალურ პროკურატურაში აშშ-ის ჯორჯიის შტატის ადვოკატთა ასოციაციის წარმომადგენლებთან შეხვედრა გაიმართა

საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ აშშ-ის ჯორჯიის შტატის სისხლის სამართლის ადვოკატთა ასოციაციის ადვოკატებს უმასპინძლა.