კვალიაშვილი წერს, რომ დაუდგენელი პასუხი მის ფსიქო-ემოციურ ფონს აზიანებს.
„ანუ ტესტი 24 საათის წინ გამიკეთეს, ქალი ჩემოდნებზე ვზივარ, დავურეკე ჩემს ეპიდემოლოგს და ჯერ გზაშია, ლაბორატორიაშიც კი არ მიუტანიათ შენი ტესტიო და საინტერესოა ზეციურ საქართველოში მიდის ამდენი დრო რომ დასჭირდა? უამრავი საქმე მაქვს და ეხლა ამ უპასუხობით ორმაგად შემერყა ფსიქიკა!
დღეს რომ არ გამომიშვან სკანდალს მოვაწყობ!
ჩემს ზედა სართულზე მყოფ მეგობარს მეორე დღესვე მოუვიდა. ჯანდაცვის და სოციალური მომსახურების საქალაქო სამსახური ამდენი ხანი უსიმპტომო ადამიანის ყურყუტი ციხეში და სახელმწიფო გადასახადების ამაში ყრა მოგწონთ?? თან იმაში რომ ყოველ დღე კარტოფილი მოჰქონდეთ სხვადასხვანირი სახით დამზადებული. ალოოო“, - წერს თიკო კვალიაშვილი.
ცნობისთვის, 17 სექტემბრის მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა 2937-მდე გაიზარდა. აქედან გამოჯანმრთელებულია 1422, ხოლო გარდაცვლილია 19 პირი.