საგადასახადო შეღავათის გამოწვევები

ჯერ კიდევ, რამდენიმე წლის წინ, საქართველოს მთავრობა ბიზნესისათვის შეღავათების დაწესების ინიციატივით გამოვიდა და რამდენიმე საკანონმდებლო პროექტიც წარმოადგინა. 

პროექტი მიზნად ისახვდა ბიზნესგარემოს გაუმჯობესებას, ექსპორტის ხელშეწყობას და საგადასახადო კოდექსში შესაბამის ცვლილებებს.


ცნობილია, რომ 2015 წლიდან მოქმედებს საგადასახადო შეღავათი, რომლის მიზანია, დღგ-ში საგადასახადო შეღავათების დაწესების გზით, 2008 წლის აგვისტოს ომისა და ფინანსური კრიზისის გამო შეჩერებული მშენებლობების დასრულების ხელშეწყობა. კერძოდ, შეღავათი გავრცელდა იმ სამშენებლო ობიექტებზე, რომლებზეც 2008 წლის 8 აგვისტომდე არქიტექტურული პროექტი შეთანხმებული იყო მერიაში. შესაბამისად, დღგ-ს გადახდის ვალდებულებისაგან გათავისუფლლდა მოცემულ სამშენებლო ობიექტებზე სამშენებლო სამუშაოების წარმოება და ასევე ფართების გასხვისება.


ექსპერტთა გათვლებით, სამშენებლო პროცესის წახალისების მიზნით, მიღებული საგადასახადო შეღავათის მსხვერპლი მალე შესაძლებელია, თავად სამშენებლო კომპანიები გახდნენ.


თავის დროზე, სახელმწიფოს მხრიდან მსგავსი ინიციატივა იყო ძალიან დროული და რა თქმა უნდა მისასალმებელი.ამას არ უარყოფენ იურისტებიც."აუცილებლად უნდა აღინიშნოს, რომ ამ შეღავათმა ძლიერი ბიძგი მისცა წლების განმავლობაში გაჩერებულ მთელ რიგ სამშენებლო ობიექტებს. 


საგადასახადო შეღავათმა არა მხოლოდ გამოაცოცხლა არსებული სამშენებლო კომპანიები, არამედ შეიქმნა ახალი ინვესტიციების მოზიდვის კარგი წინაპირობები.სამშენებლო პროცესის განახლებასთან ერთად, შესაძლებელი გახდა ათასობით მყიდველისათვის ფართების საკუთრებაში გადაცემა, რის შედეგადაც მკვეთრად იკლეს სასამართლოში სამშენებლო დავებმა და მესაკუთრეებმაც შეძლეს შეძენილი ფართების დაცვა საკმაოდ ბევრი თანმდევი რისკისგან. სახელმწიფოსთან ერთად, აუცილებლად უნდა აღინიშნოს, მენაშენეთა ასოციაციის აქტიური როლი და შედეგიანი ინიციატივები საგადასახადო შეღავათის მიღების პროცესში",-აღნიშნავს იურიდიული ფირმა GLCC-ის პარტნიორი და დირექტორი ალექსანდრე ქამუშაძე.


სახელმწიფოს რომ სურს საკუთარი მნიშვნელოვანი წვლილის შეტანა გაჩერებული მშენებლობებიდან გამომდინარე დაგროვილი ეკონომიკური თუ სოციალური პრობლემების მოგვარებაში ცხადია და ამის ერთ-ერთი ნათელი მაგალითი სწორედ ზემოხსენებული საგადასახადო შეღავათია. თუმცა, ძალიან მალე, ნებსით თუ უნებლიედ, საგადასახადო შეღავათი შესაძლებელია სრულ საგადასახადო კოშმარად იქცეს სამშენებლო და დეველოპერული კომპანიებისათვის. "კანონის მიხედვით საგადასახადო შეღავათით სარგებლობისათვის ერთ-ერთი აუცილებელი წინაპირობაა, რომ მშენებარე ობიექტი შევიდეს ექსპლუატაციაში 2017 წლის ბოლომდე. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, თუ დეველოპერი ვერ შეძლებს მშენებარე ობიექტის 2017 წლის ბოლომდე ექსპლუატაციაში მიღებას, მაშინ მას ერთიანად წარმოექმნება ძალიან დიდი და რიგ შემთხვევაში კი მილიონობით საგადასახადო დავალიანება. ამის მიზეზი კი გახლავთ ის, რომ დღგ-ს არ დარიცხვასთან დაკავშირებული ყველა გადაწყვეტილება, რომელიც დეველოპერმა კანონიერად მიიღო უკანასკნელი წლების მანძილზე, ჩაითვლება უკანონოდ. ერთი მხრივ, გასაგებია, რომ სახელმწიფომ დაიტოვა დეველოპერებისათვის მნიშვნელოვანი სამოტივაციო ბერკეტი და შექმნა ერთგვარი დამატებითი სტიმული მშენებლობების დასასრულებლად, თუმცა მეორე მხრივ, შენობის ექსპლუატაციაში მიღება საკმაოდ ხშირად არ არის დამოკიდებული მხოლოდ მშენებლობის დასრულებაზე. ექსპლუატაციაში მიღების სტადიაზე დეველოპერი შეიძლება წააწყდეს ბევრ გაუთვალისწინებელ წინაღობას, რაშიც მას ბრალი არ მიუძღვის,“ - განმარტავენ იურიდიულ ფირმა GLCC-ში.


მოსალოდნელი საფრთხის თვალსაჩინო მაგალითად, ერთ-ერთ ობიექტს ასახელებენ: თბილისის ერთ-ერთ ცენტრალურ უბანში მდებარეობს კორპუსი, რომელიც წელიწადზე მეტია რაც დასრულებულია, სადაც ხალხი ჩვეულებრივად ცხოვრობს, თუმცა ექსპლუატაციაში მისი მიღება ვერ ხერხდება, რადგან მთელ ქუჩას, რომელზეც დგას ეს კორპუსი, აქვს წითელი ხაზების გადაფარვის პრობლემა და ამ პრობლემის მოგვარებას, ფინანსური რესურსის გარდა, სჭირდება ქუჩაზე მდებარე ყველა არსებული შენობა-ნაგებობის მესაკუთრეთა თანხმობა. ასევე საკმაოდ დიდი დრო იხარჯება მუნიციპალურ სამსახურებთან ურთიერთობისას, რაც შენობის ექსპლუატაციაში მიღების ეტაპზე, დამატებითი სირთულეა დეველოპერისათვის. მაგალითად, ექსპლუატაციაში მიღების პროცესი შესაძლოა წამოწყებულმა სასამართლო დავამ შეაფერხოს.


სპეციალისტების გათვლებით, მიზანშეწონილია, რომ ერთი მხრივ, მოცემული საგადასახადო მიზნებისათვის გაიზარდოს შენობის ექსპლუატაციაში მიღების ვადა და მეორე მხრივ, განისაზღვროს, რომ ამ ვადაში შენობის ექსპლუატაციაში მიუღებლობის შემთხვევაში, დეველოპერმა დაკარგოს უფლება საგადასახადო შეღავათით კვლავ სარგებლობისა კონკრეტულ ობიექტზე.


ალექსანდრე ქამუშაძე კიდევ ერთ მნიშვნელოვან ხარვეზზეც საუბრობს, რაც მისი ხედვით, აუცილებლად უნდა გამოსწორდეს: "არის შეღავათით მოსარგებლე ობიექტების დადგენის მეთოდი. კერძოდ, მოქმედი საგადასახადო კოდექსის შესაბამისად, როგორც უკვე ზემოთ აღინიშნა, შეღავათით სარგებლობენ მხოლოდ ის ობიექტები, რომლებზეც 2008 წლის 8 აგვისტომდე არქიტექტურული პროექტი იყო შეთანხმებული მერიაში. შესაბამისად, ის ობექტები, სადაც არქიტექტურული პროექტი შეთანხმდა პირობითად ერთი დღით დაგვიანებით, ანუ 2008 წლის 9 აგვისტოს, ვერ ისარგებლებენ ამ შეღავათით. ეს გარემოება ეწინააღმდეგება საგადასახადო შეღავათის მთავარ მიზანს - ხელი შეუწყოს სამშენებლო პროცესს იმ ობიექტებზე, როლებიც ომისა და კრიზისის შედეგად დაზარალდნენ. ამასთან, სამშენებლო ბაზარზე იქმნება არათანასწორი და არაჯანსაღი კონკურენტული გარემო. ცხადია, რომ ომმა და კრიზისმა ზიანი მიაყენა ისეთ ობიექტებსაც, რომლებმაც "ვერ მოასწრეს" 8 აგვისტომდე პროექტის შეთანხმება. მაგალითისთვის, ერთ-ერთმა დეველოპერმა მოსახლეობასთან მოლაპარაკება დაიწყო 2006 წელს. სხვადასხვა მიზეზ ის გამო, მოლაპარაკების პროცესი დაახლოებით ერთ წელს გაგრძელდა, რომლის განმავლობაშიც დეველოპერს უკვე მოუწია მნიშვნელოვანი თანხის ინვესტირება პროექტში. შემდგომ დაიწყო პროექტის ესკიზის მერიაში შეთანხმების ხანგრძლივი პროცესი, რასაც ასევე თვეები დასჭირდა, რადგან ობიექტი მდებარეობდა ქალაქის განვითარებისათვის მნიშვნელოვან სტრატეგიულ ადგილას. 2008 წლის სექტემბერში, როგორც იქნა, მერიამ შეითანხმა პროექტი, თუმცა სამწუხაროდ, თვითონ ინვესტორმა ვეღარ შეძლო პროექტის გაგრძელება და დღემდე ასეთი ვითარებაა. გადაჭარბების გარეშე შეიძლება ითქვას, რომ საგადასახადო შეღავათის პირობებში, არსებული თუ სხვა ინვესტორი რეალურად შეძლებდა მშენებლობის გაგრძელებას“.


იურიდიული ფორმა GLCC-ის იურისტებს მიაჩნიათ, რომ საგადასახადო შეღავათი უნდა გავრცელდეს ისეთ ობიექტებზე, რომელზეც არქიტექტურული პროექტი შეთანხმდა არა 2008 წლის 8 აგვისტომდე, არამედ სულ მცირე მომდევნო 6 თვის ვადაში მაინც.


რამდენად გაითვალსწინებს, ახლად დამტკიცებული მთავრობა და ახლადარჩეული საკანონმდებლო ორგანო ექსპერტებისა და სპეციალისტებს აზრსა და რეკომენდაციებს, ჯერჯერობით, უცნობია, თუმცა სამშენებლო კომპანიის წარმომადგენლები მათგან დროულ რეაგირებას ელიან.



5 მარტს სემეკმა ელექტროენერგიის, ბუნებრივი გაზისა და სასმელი წყლის მომხმარებლებს 85 ათას ლარზე მეტი ჩამოაწერა

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელმა ეროვნულმა კომისიამ (სემეკ) 5 მარტის საჯარო სხდომაზე ელექტროენერგიის, ბუნებრივი გაზის, სასმელი წყლის მომხმარებლებსა და კომუნალური მომსახურების კომპანიებს შორის არსებული სადავო საკითხები განიხილა.

“იბერიას” საქმეზე ადეიშვილისა და მისი ყოფილი მოადგილის მიმართ გამამტყუნებელ განაჩენზე პროკურატურა განცხადებას ავრცელებს

ტელეკომპანია „იბერია ტვ-ს” სამაუწყებლო ლიცენზიის იძულებით დათმობის ფაქტზე, საქართველოს ყოფილი გენერალური პროკურორის, ზურაბ ადეიშვილისა და გენერალური პროკურორის ყოფილი მოადგილის, გიორგი ლაცაბიძის მიმართ თბილისის საქალაქო სასამართლომ გამამტყუნებელი განაჩენი დაადგინა.

დისტანციური სესიები ინოვაციებისა და ტექნოლოგიების მიმართულებით

GITA-მ და BTU-მ ახალი პროექტი წარადგინეს.

ყოველდღიური ანალიტიკა — სიახლე თიბისის ბიზნეს ინტერნეტ ბანკში

თიბისი ბანკი იურიდიული პირებისთვის განკუთვნილ ინტერნეტ ბანკში ახალ, მნიშვნელოვან ფუნქციონალს — ბიზნეს ანალიტიკას ამატებს.

წინა ხელისუფლების დროს ჩამორთმეული ფიროსმანის ნახატი მესაკუთრეს დაუბრუნდა – პროკურატურა განცხადებას ავრცელებს

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის მეორე სამმართველოში გამოძიება სისხლის სამართლის N009271011001 საქმეზე, დ.ა.-ს მიერ წინასწარი შეცნობით დანაშაულებრივი გზით მოპოვებული, ნ. ფიროსმანაშვილის ფერწერული ტილოს შეძენისა და გასაღების მცდელობის ფაქტზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 186-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტითა და 19,186-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნებით დაიწყო.

მკვლელობა თავში ნაჯახის ჩარტყმით და ძარცვა – ბრალდებულს 10 წელი მიესაჯა

ახალციხის რაიონულმა სასამართლომ განზრახ მკვლელობისთვის, ძარცვისა და სხვისი ნივთის განზრახ დაზიანებისთვის ბრალდებული ნ.მ. დამნაშავედ ცნო და თავისუფლების 10 წლით აღკვეთა მიუსაჯა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს გენერალური პროკურატურა ავრცელებს.

თიბისის მხარდაჭერით, ბათუმში Marriot-ის ბრენდის 5-ვარსკვლავიანი სასტუმრო - Le Méridien გაიხსნა

შავი ზღვის სანაპიროზე სასტუმროების ცნობილ ბრენდებს Marriot-ის ბრენდის 5-ვარსკვლავიანი სასტუმრო - Le Méridien დაემატება. “ბათუმი თაუერი“, რომელიც რეგიონში უმაღლესი კატეგორიის ბრენდს წარმოადგენს, თიბისის მხარდაჭერით გაიხსნა.

თიბისი მომხმარებლებს ურჩევს, ისარგებლონ დისტანციური მომსახურებითა და უნაღდო გადახდებით

თიბისი გირჩევთ უნაღდო გადახდების საშუალებებს, რომ თავიდან აიცილოთ ნაღდ ანგარიშსწორებასთან დაკავშირებული რისკები:

„ჯორჯიან მანგანეზი“ სალიცენზიო არეალში მიწების მითვისებაზე განცხადებას ავრცელებს

ბოლო რამდენიმე თვეა, სისტემატური ხასიათი მიიღო პრაქტიკამ, როდესაც, „ჯორჯიან მანგანეზის“ ლიცენზიით განსაზღვრულ ტერიტორიებზე, მოპოვებითი სამუშაოების დაწყებისთანავე ხდება მიმდებარე მიწის ნაკვეთების კერძო პირებზე დარეგისტრირება და შემდეგ მათი მესაკუთრეების მხრიდან ზარალის ანაზღაურების მოთხოვნა.

 

„სოკარის“ შანსი, დაესწარით ევრო 2020-ის გახსნას რომში – კომპანიამ გათამაშება დაიწყო

„სოკარმა“ 2020 წელი უამრავი სიახლით დაიწყო და მომხმარებელს სიურპრიზები შესთავაზა.

ირაკლი შოთაძე ლონდა თოლორაიას შეხვდა და სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის საქმიანობას გაეცნო

საქართველოს გენერალურ პროკურატურაში გენერალური პროკურორის ირაკლი შოთაძისა და სახელმწიფო ინსპექტორის ლონდა თოლორაიას შეხვედრა გაიმართა.

"არემჯის" საერთაშორისო ჯილდო Leader Of The Year გადაეცა

შვეიცარიის სარეიტინგო ასოციაციისა და საქართველოს ნაციონალური ბიზნეს რეიტინგების კავშირის, რიგით მე-8 დაჯილდოებაზე „არემჯის“-Leader Of The Year საერთაშორისო ჯილდო გადაეცა. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ კომპანიიდან აცნობეს.

იშვიათი დაავადებების მსოფლიო დღე საქართველოშიც აღნიშნეს

თებერვლის ბოლოს მსოფლიომ იშვიათი დაავადებების დღე აღნიშნა, რომელსაც საქართველო წელსაც შეუერთდა.

სასამართლომ, ჭიათურაში სახელმწიფო ქონების მითვისებისთვის დაკავებულთა აღკვეთის ღონისძიებაზე იმსჯელა

ქუთაისის საქალაქო სასამართლომ სახელმწიფო ქონების უკანონო მითვისების ბრალდებით დაკავებულების აღკვეთის ღონისძიებაზე იმსჯელა.

29 თებერვალს საქართველო იშვიათი დაავადებების მსოფლიო დღეს აღნიშნავს

გენეტიკური და იშვიათი დაავადებების საქართველოს ფონდი (GeRaD) 2020 წლის პრიორიტეტად სპინალურ კუნთოვან ატროფია (სკა) ასახელებს.

სემეკმა ელექტროენერგიის, ბუნებრივი გაზისა და სასმელი წყლის მომხმარებლებს მიმდინარე კვირაში 21 ათას ლარზე მეტი ჩამოაწერა

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელმა ეროვნულმა კომისიამ (სემეკ) მიმდინარე კვირაში ელექტროენერგიის, ბუნებრივი გაზის, სასმელი წყლის მომხმარებლებსა და კომუნალური მომსახურების კომპანიებს შორის არსებული სადავო საკითხები განიხილა.

დავით ნარმანია საერთაშორისო ენერგეტიკულ შეხვედრაზე პრეზენტაციით წარდგა

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის (სემეკ) თავმჯდომარე დავით ნარმანიამ ქ. ვენაში გამართულ საერთაშორისო ენერგეტიკულ შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა.

 

ეთერ შავლიძესთან შეძენილმა ბილეთმა ერთს 1 182 454, მეორეს კი 14 280 ლარი მოაგებინა

გაიცანით, საქართველოში ლატარიის ყველაზე იღბლიანი მეჯიხურე, რომელთან ნაყიდი ბილეთებითაც 2 კვირის მანძილზე ლოტო 6/42-ში ჯეკპოტი 1 182 454 ლარი და 14 280 ლარი მოიგეს.

„ევროპაბეთის“ შემდეგ აზარტული თამაშების ბიზნესი გარე რეკლამაზე უარს ამბობს

აზარტული თამაშების კომპანიებმა საქართველოში უპრეცედენტო გადაწყვეტილება მიიღეს - პირველი მარტიდან თამაშების ყველა კომპანია გარე-რეკლამაზე უარს ამბობს. ბანერების ჩამოხსნა მთელი საქართველოს მასშტაბით უკვე დაწყებულია.

„თიბისი ბანკმა“ ბიზნესსექტორს წლიური ანგარიში წარუდგინა

თიბისი ბანკმა წლიური შეხვედრა ჩაატარა, სადაც კომპანიის 2019 წლის მიღწევები და შედეგები, ასევე განვითარების სტრატეგია და სამომავლო გეგმები წარადგინა. შეხვედრას ბიზნესსექტორის, მთავრობის, დიპლომატიური კორპუსის, საერთაშორისო ფინანსური ინსტიტუტებისა და ბიზნესასოციაციების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

საქართველოს გენერალურ პროკურატურაში აშშ-ის ჯორჯიის შტატის ადვოკატთა ასოციაციის წარმომადგენლებთან შეხვედრა გაიმართა

საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ აშშ-ის ჯორჯიის შტატის სისხლის სამართლის ადვოკატთა ასოციაციის ადვოკატებს უმასპინძლა.