რეგიონი

სოფელ უშგულში ელექტროენერგიის მიწოდება აღდგა

მესტიის მუნიციპალიტეტის სოფელ უშგულში ელექტროენერგიის მიწოდება აღდგა. უშგულის გამგებლის ანზორ რატიანის ინფორმაციით, დენი მოსახლეობას წუხელ საღამოს აღუდგა.

კალა-უშგულის მონაკვეთზე ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია

ჩატარებული ინტენსიური გაწმენდითი სამუშაოების შედეგად, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ზუგდიდი-ჯვარი-მესტია-ლასდილის საავტომობილო გზის  კმ171-კმ184 (კალა-უშგული) მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.

2-საათიანი შეხვედრა კახეთის გუბერნატორსა და პანკისის ხეობის უხუცესებს შორის დასრულებულია

შეხვედრაზე, რომელიც დუისის საზოგადოებრივ ცენტრში დახურულ კარს მიღმა გაიმართა, ხეობაში 26 დეკემბერს ჩატარებულ სპეცოპერაციაზე ისაუბრეს.

საზღვაო აკადემიას სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული სასწავლო-საწვრთნელი გემი გადაეცა

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს გადაწყვეტილებით, ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემიას სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული სასწავლო-საწვრთნელი გემი უსასყიდლოდ გადაეცა.

გუდაური-კობის მონაკვეთზე მსუბუქი ავტოტრანსპორტისთვის მოძრაობა აღდგა

მცხეთა-სტეფანწმინდა-ლარსის საავტომობილო გზის გუდაური-კობის მონაკვეთზე ზვავსაშიშროება მოიხსნა და ჩატარებული ინტენსიური გაწმენდითი სამუშაოების შედეგად, მსუბუქი ავტოტრანსპორტისთვის მოძრაობა აღდგა.

უშგულს, ათ დღეზე მეტია, ელექტროენერგია შეზღუდულად მიეწოდება

მესტიის მუნიციპალიტეტის სოფელ უშგულს, ათ დღეზე მეტია, ელექტროენერგია შეზღუდულად მიეწოდება.

უხუცესის თქმით, შეცდა, როდესაც თქვა, რომ მაჩალიკაშვილი შესაძლოა, ტერორიზმთან იყოს კავშირში

პანკისის ხეობის ერთ-ერთი უხუცესის ელიზბარ მარგოშვილის თქმით, ის შეცდა, როდესაც ივარაუდა, რომ პანკისში ჩატარებული სპეცოპერაციის დროს დაჭრილ თემირლან მაჩალიკაშვილს შესაძლოა, ტერორიზმთან ჰქონდეს კავშირი.

საცხოვრებელი კორპუსის მეცხრე სართულიდან კაცი გადმოვარდა

უბედური შემთხვევა ბათუმში - საცხოვრებელი კორპუსის მეცხრე სართულიდან კაცი გადმოვარდა და გარდაიცვალა.