რეგიონი

"ლოპოტა ჰესის" დირექტორი ლაფანყურის მოსახლეობას პასუხობს

კომპანია "ართანა- ლოპოტა ჰესის" დირექტორი ბიძინა იმნაძე ლაფანყურის ადგილობრივ მაცხოვრებლებს პასუხობს და ამბობს, რომ ჰესის მშენებლობა, მასშტაბის სიმცირიდან გამომდინარე, სოფლის ეკოლოგიაზე ნეგატიურ გავლენას არ მოახდენს.

სეტყვის შედეგად დაზიანებულ ყურძენს ორი სახელმწიფო ქარხანა ჩაიბარებს

სიღნაღის მუნიციპალიტეტის მოსახლეობას საშუალება ექნება მოსავალი წნორისა და ჭანდარის ღვინის ქარხნებში მიიტანოს.

აბაშაში სკაუტური ბანაკის მონაწილე ახალგაზრდებთან საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა

აბაშის მუნიციპალიტეტის სოფელ წყემში სკაუტური ბანაკის მონაწილე ახალგაზრდებთან საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა.

ლაფანყურში ჰესის მშენებლობის მოწინააღმდეგეების ნაწილი ამაღამ კარავში გაათენებს

ადგილობრივები, რომლებიც მშენებლობის წინააღმდეგ გამოდიან, მდინარე ლოპოტასკენ მიმავალ გზაზე შეიკრიბნენ.

ზუგდიდში "მილენიუმის" პროექტით 5 სკოლის სრული რეაბილიტაცია მიმდინარეობს

ზუგდიდის მუნიციპალიტეტში "მელინიუმის" პროექტში 5 სკოლა ჩაერთო.

ძლიერმა სეტყვამ და წვიმამ კახეთი დააზარალა

სტიქია იყო სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფელი ანაგაში, ასევე გურჯაანის სოფლებში, ახაშენსა და ველისციხეში.

ზუგდიდში ბოკუჩავების მრავალშვილიანი ოჯახი ახალ სახლს მიიღებს

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ანაკლიის ადმინისტრაციულ ერთეულში მცხოვრები ბოკუჩავების მრავალშვილიანი ოჯახი მიმდინარე წლის ბოლოს, ახალ საცხოვრებელ სახლს მიიღებს.

კასპის მუნიციპალიტეტში ნუშის ბაღი გაშენდა

„ერთიანი აგროპროექტის“ ფარგლებში, პროექტის „დანერგე მომავალი“ ბენეფიციარმა, შპს „თხოთის ველმა“ კასპში 10 ჰა-ზე ნუშის ბაღი გააშენა.

ლაფანყურის მოსახლეობა "ლოპოტა ჰესის" მშენებლობას აპროტესტებს

თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ ლაფანყურის მოსახლეობა "ლოპოტა ჰესის" მშენებლობას აპროტესტებს.

ბათუმში ინოვაციებისა და ტექნოლოგიების ბანაკი გაიხსნა

ბათუმში ქართულ-ამერიკულ სკოლაში ინოვაციებისა და ტექნოლოგიების ბანაკი გაიხსნა, სადაც საქართველოს სხვადასხვა 100 (მე-10, მე-11, მე-12 კლასი) სკოლის მოსწავლე ტექნოლოგიებისა და მეწარმეობის მიმართულებით საწყის ცოდნას დაეუფლება.

ბათუმში ძლიერმა წვიმამ მოსახლეობას პრობლემები შეუქმნა

ბათუმში რამდენიმე საათია გადაუღებლად წვიმს.

ყვარელში მოსახლეობამ ყურძენზე დაწესებული ფასი გააპროტესტა

ახალსოფლის ცენტრში ოთხი სოფლის მოსახლეობა შეიკრიბა და აქცია გამართა.

გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრმა მცხეთა-მთიანეთში საინფორმაციო შეხვედრები გამართა

გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრმა, ბიომრავალფეროვნების საინფორმაციო კამპანიის ფარგლებში, ადგილობრივი მოსახლეობის ცნობიერების ამაღლების მიზნით მცხეთა-მთიანეთის მხარეში საინფორმაციო შეხვედრები გამართა.

ზუგდიდში 1924 წლის აჯანყებაში მონაწილეთა ხსოვნის დღე აღინიშნა

ზუგდიდში ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა საქართველოს ეროვნული დამოუკიდებლობისათვის 1924 წლის აჯანყებაში დახვრეტილ მამულიშვლთა ხსოვნას პატივი მიაგეს და მემორიალი გვირგვინით შეამკეს.

დასავლეთ საქართველოს სოფლებს სეს-ის მანქანა-ლაბორატორია მოემსახურება

აზიური ფაროსანასა და სხვა მავნე ორგანიზმებისაგან მცენარეთა დასაცავად დღეიდან დასავლეთ საქართველოს სოფლებს სურსათის ეროვნული სააგენტოს (სეს) მობილური მანქანა-ლაბორატორია მოემსახურება.

მცირე მარნებში რთველი აქტიურ ფაზაშია

ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარის მოადგილე დავით ტყემალაძე რთველის მიმდინარეობას სიღნაღისა და დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტებში გაეცნო და მცირე მარანს ესტუმრა, რომლებიც ღვინის წარმოებასა და რეალიზაციას ახლა იწყებენ.

ზუგდიდში, დადიანების სასახლეში, ღონისძიება „ძველი და ახალი დროის სინთეზი“ გაიმართება

დღეს, 6 სექტემბერს, საღამოს 20:00 საათზე, დადიანების სასახლეთა ისტორიულ-არქიტექტურული მუზეუმის ეზოში, ღონისძიება „ძველი და ახალი დროის სინთეზი“ გაიმართება - ამის შესახებ ინფორმაციას ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.

თორნიკე რიჟვაძე - აჭარაში განვითარება, დინამიკა და ინვესტიციები არის შეუქცევადი პროცესი

ახალ ბულვარში მრავალფუნქციური კომპლექსის "ბათუმი რივიერას" პროექტის პრეზენტაცია გაიმართა. ღონისძიების სტუმრებს სიტყვით მიმართა აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ.

ფოთში სანიჩბოსნო ბაზა აშენდება

ფოთში მდინარე კაპარჭაზე ახალი სანიჩბოსნო ბაზა აშენდება, პროექტი ესკიზების განხილვა დღეს ფოთის მერიაში ჩატარდა.

შიდა ქართლისა და სამეგრელო-ზემო სვანეთში პროექტი „კულტურა საზღვრებს გარეშე“ განხორციელდება

„კულტურა საზღვრებს გარეშე“ პროექტის ფარგლებში შიდა ქართლისა და სამეგრელო-ზემო სვანეთში სხვადასხვა ღონისძიებები გაიმართება.